მიგრაციის პროექტის მოკლე აღწერა:
1. სისტემური კვლევის მეშვეობით, სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა კვლევაზე დაფუძნებული პოლიტიკის განვითარებაში
ძირითადი საქმიანობა:
• მიგრაციასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებზე საფუძვლიანი რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევების წარმოება;
• მიგრაციის სფეროში მკვლევართა ჯგუფის შექმნა და განვითარება;
• კვლევაზე დაფუძნებული რეკომენდაციების განხილვა და ადვოკატირება;
• კვლევის პროცესში სხვადასხვა, მრავალფეროვანი სუბიექტების დაკავშირება, მიგრაციაზე მრავალმხრივი და სრულყოფილი სიტუაციური ანალიზის წარმოსადგენად.
2. მიგრანტების გაძლიერება მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად, მათი ცნობიერების ამაღლებით; მიგრაციაზე გავლენის მქონე სუბიექტების გაძლიერება მიგრაციის მართვაში;
• ადგილობრივი თვითმართველობის დონეზე მიგრაციის მართვის გაუმჯობესება, სხვადასხვა გადამზადების პროგრამებით თვითმმართველობის წარმომადგენლების უნარ-ჩვევების გაძლიერებით;
• მიგრაციის საკითხებში ადვოკატირების განვითარებისათვის, სამოქალაქო საზოგადოების უნარ-ჩვევების გაძლიერება საჭიროებებზე დაფუძნებული გადამზადების პროგრამებით;
• არალეგალური მიგრაციის რისკ ჯგუფებისა და მათზე გავლენის მქონე სუბიექტების ცნობიერების ამაღლება მიგრაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე
• ადგილობრივი თვითმართველობის დონეზე მიგრაციის მართვის გაუმჯობესება, სხვადასხვა გადამზადების პროგრამებით თვითმმართველობის წარმომადგენლების უნარ-ჩვევების გაძლიერებით
• მიგრაციის საკითხებში ადვოკატირების განვითარებისათვის, სამოქალაქო საზოგადოების უნარ-ჩვევების გაძლიერება საჭიროებებზე დაფუძნებული გადამზადების პროგრამებით;
• არალეგალური მიგრაციის რისკ ჯგუფებისა და მათზე გავლენის მქონე სუბიექტების ცნობიერების ამაღლება მიგრაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე
3. მიგრაციისა და განვითარების ხელშეწყობა, ქსელური მუშაობითა და ახალი კავშირების/შესაძლებლობების შექმნით. მიგრანტთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება.
• არალეგალური მიგრაციის რისკ ჯგუფების ცოდნის გაძლიერება ფინანსურ, სამართლებრივ და სხვა სტრატეგიულ საკითხებში;
• სტრატეგიული საინვესტიციო მექანიზმის შექმნა ერთი მხრივ, სიღარიბით გამოწვეული არალეგალური მიგრაციის შესამცირებლად, ხოლო მეორე მხრივ ქვეყანაში სტაბილური საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად;
• მიგრანტების მონაწილეობა მიგრანტებზე ორიენტირებული საქმიანობის დაგეგმვაში.
4. ინოვაციური მექანიზმების შექმნა მიგრაციის მართვის გასაუმჯობესებლად.
• ონლაინ პროგრამების შექმნა საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების მუდმივი გადამზადებისათვის და ტრეფიკინგის დინამიკის ეფექტური ანალიზისთვის.
უკან დაბრუნება..