კავკასიური ინსტიტუტი დემოკრატიის კვლევითი ინსტიტუტების ქსელის წევრია (NDRI).  NDRI წარმოადგენს იმ ორგანიზაციების ასოციაციას, რომლებიც დემოკრატიის, დემოკრატიზაციის და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებს იკვლევენ. ქსელში გაერთიანებული არიან დამოუკიდებელი ინსტიტუტები, საუნივერსიტეტო კვლევითი ცენტრები და პოლიტიკურ პარტიებთან, პროფკავშირებთან, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველ და სხვა ორგანიზაციებთან დაკავშირებული კვლევითი პროგრამები. ქსელი შეიქმნა დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე მკვლევარებსა და აქტივისტებს შორის  ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით და დემოკრატიის კვლევების მრავალფეროვნების შესახებ ინფორმირებულობის ასამაღლებლად.  ქსელი ვებგვერდის, ბიულეტენისა და სხვა საშუალებების გამოყენებით ავრცელებს ინფორმაციას წევრი ორგანიზაციების, აგრეთვე მათ მიერ ჩატარებული კვლევების, კონფერენციების, გამოცემების და სხვა საქმიანობების შესახებ.

 

 

2007 წლის აპრილში კავკასიური ინსტიტუტი შეურთდა PASOS-ს (Policy Association for Open Society), რომელიც პოლიტიკის კვლევითი ცენტრების მხარდაჭერის მეშვეობით აძლიერებს და იცავს ღია საზოგადოების ღირებულებებს—დემოკრატიას, კანონის უზენაესობაs, ეფექტურ მმართველობას, ადამიანთა უფლებების დაცვასა და პატივისცემას და ეკონომიკურ და სოციალურ წინსვლას. PASOS-ი მხარს უჭერს განვითარებას და აძლიერებს თავისი წევრების გავლენას—მოიცავს ოცდაათზე მეტ დამოუკიდებელ კვლევით ცენტრს, რომლებიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე ცენტრალური აზიის ოცზე მეტ ქვეყანაში მოღვაწეობენ. PASOS-ი აგრძელებს ღია საზოგადოების ინსტიტუტის (OSI) ადგილობრივი მმართველობის და საჯარო სამსახურის რეფორმის ინიციატივის (LGI) პროგრამას, რაც მდგომარეობს ღია საზოგადეობის ინსტიტუტთან დაკავშირებული პოლიტიკის კვლევითი ცენტრების [რომლებიც 2004 წლამდე ფუნქციონირებდნენ ე.წ. მონათესავე ცენტრების ქსელში - Related Centers Network OCN] ინსტიტუციურ განვითარებას.

 

 

2007 წლის ივნისში კავკასიური ინსტიტუტი რუსეთისა და ევრაზიის უსაფრთხოების ქსელის (Russian and Eurasian Security Network - RES) და საერთაშორისო ურთეირთობების და უსაფრთხოების ქსელის წევრი გახდა (International Relations and Security Network – ISN). 
RES წარმოადგენს წამყვანი აკადემიური ინსტიტუტების, კვლევითი ცენტრების, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების გლობალური ინიციატივას. ის გვთავაზობს რუსეთსა და ევრაზიაში უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული კვლევების შედეგებს. RES –ის მისია არის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების სფეროში მომუშავე პირებისთვის სპეციალიზირებული ინფორმაციის შეგროვება და მიწოდება.
 

 

 

ISN უზრუნველყოფს მაღალხარისხიან და ამომწურავ რესურსებს მსოფლიო მაშტაბით საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის ინფორმაციის მიწოდების და გაზიარების მიზნით. ISN-ის მიზანია, რომ უსაფრთხოების შეცვლილ გარემოში დღეს არსებული სტრატეგიული გამოწვევების უკეთ გააზრებას შეუწყოს ხელი. ISN–ის გუნდი ციურიხში არსებულ უსაფრთხოების კვლევით ცენტრში (CSS) არის დაფუძნებული და მოიცავს ჰუმანიტარული, სოციალური, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და ინფორმაციული სფეროების პროფესიონალებს. ჯგუფი მუშაობს კვლევით პროექტებზე, გამოსცემს ანალიტიკურ სტატიებს, ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას, და ავითარებს ტექნოლოგიას ინფორმაციის გავრცელებისა და ინტერნეტ სწავლების განვითარებისთვის. ISN –ის ინტერნეტ მომსახურება მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, რომ მოიძიოს და გამოიყონოს ინფორმაცია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.  

 

 

 

სამოქალაქო ინიციატივების ცენტრი (CIC) საქართველოში მოქმედი შვიდი წამყვანი საზოგადოებრივი ორგანიზაციის (მათ შორისაა კავკასიური ინსტიტუტი) კოალიციას წარმოადგენს. კოალიცია იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მაკოორდინირებელი ქსელია, რომლებიც მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებით ხელს უწყობენ სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებასა და საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას. ამ მიზნის მისაღწევად «სამოქალაქო ინიციატივების ცენტრი” ფართო სპექტრის საქმიანობასა და პროგრამებს ახორციელებს, რითაც ის ღია და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდას უზრუნველყოფს. }

 

 

 

2008 წლის დეკემბერში კავკასიური ინსტიტუტი გახდა სივიკუსის - მსოფლიო ალიანსი მოქალაქეთა მონაწილეობისთვის - წევრი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია