კონკურსი: "სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ". 07.01.2013
2012 წლის 18 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა კონკურსი: "სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ". კონკურსში ერთ-ერთ გამარჯვებულად გამოცხადდა მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი. მას 800 ათასი ლარი მიენიჭა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარების პროგრამებისათვის.
8 იანვარს 5 საათზე კავკასიური ინსტიტუტის ოფისში ( აკაკი წერეთლის გამზირი 72, მე-2 სართული) გაიმართება პრეს-კონფერენცია, სადაც ინსტიტუტის ხელმძღვანელობა ჟურნალისტებს გააცნობს თავის გეგმებს პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით.
უკან დაბრუნება..