2012 წლის 20 დეკემბერს, ქ. ბათუმში გაიმართა დისკუსია თემაზე: თვითმმართველობის საქმიანობაში ახალგაზრდობის ჩართვის მექანიზმის ზრდის შესაძლებლობები.
დისკუსიის დროს წარმოდგენილი იქნა ინიციატივა, რომელიც პეტიციის სახით წარედგინება ქალაქ ბათუმის საკრებულოს. დისკუსია ორგანიზებული იყო მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მიერ, რომელსაც პრეს კაფემ უმასპინძლა.
დისკუსია ჩატარდა პროექტის: სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისთვის: დეცენტრალიზაცია და მონაწილეობა საქართველოში - ფარგლებში, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. დისკუსიის შესახებ ვრცელი ინფორმაციის და ვიდეო ჩანაწერის ნახვა შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე:
http://presscafe.ge/index.php?newsid=234
უკან დაბრუნება..