კავკასიური ინსტიტუტის რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რესურს ცენტრს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა საჩუქრად გადასცა კვლევითი რეფერატი „მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობაში".
გამოცემაში ავტორები აანალიზებენ თვითმმართველ ორგანოებში მოქალაქეთა ჩართულობის, საჯაროობისა და ანგარიშვალდებულების არსებულ პრაქტიკას. ისინი ყურადღებას ამახვილებენ ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებების და დამოკიდებულების კვლევაზე.
ამ წიგნთან ერთად რესურს ცენტრში შეგიძლიათ მოიძიოთ 700-მდე წიგნი, ჟურნალი და სტატია დეცნტრალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მათ შორის ამ პროცესის პოლიტიკურ და ფინანსურ ასპექტებზე, მოქალაქეების ჩართულობაზე, აღმოსავლეთ ევროპის, აზიის, ლათინური ამერიკის და აფრიკის ქვეყნების გამოცდილებაზე. რესურს ცენტრი ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. დამატებითი კითხვებისთვის შეგვეხმიანეთ: ნინო ღამბაშიძე: nino@participate.ge ან ტელ: 2355154.
რესურს ცენტრი შეიქმნა და ფუნქციონირებს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალური გარდაქმნის პროგრამის (მატრა) ფარგლებში.
უკან დაბრუნება..