2013 წლის 8 იანვარს კავკასიურ ინსტიტუტში გაიმართა პრესკონფერენცია, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების და მედიის განვითარების ხელშეწყობის საპრეზიდენტო პროგრამის იმპლემენტაციის თაობაზე. ინსტიტუტის თავმჯდომარემ, ბატონმა გია ნოდიამ ჟურნალისტებს და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო ის ამოცანები,რის მიღწევასაც კავკასიური ინსტიტუტი საპრეზიდენტო პროგრამის განსახორციელებლად მიღებული გრანტის საფუძველზე გეგმავს, ისაუბრა პროგრამის თემატურ პრიორიტეტებზე და უპასუხა დასმულ შეკითხვებს.