მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რესურს ცენტრში შესაძლებლობა გეძლევათ გაეცნოთ რობერტ დენჰარტის და ჯენეტ დენჰარტის წიგნს „საჯარო მართვა: მოქმედების კურსი". წიგნში განხილულია თუ როგორ უნდა მოახდინოს მოქალაქემ გავლენა საჯარო სამსახურის მუშაობაზე. ავტორები აქცენტს აკეთებენ ჩართულობის სწავლების მნიშვნელობაზე, როგორც საჯარო მოსამსახურეთათვის, ასევე რიგითი მოქალაქეებისთვის. ავტორთა მიზანია სტუდენტებმა გამოიმუშავონ პრაქტიკული უნარები, კერძოდ: მართვა, კომუნიკაცია, დელეგირება, მოტივაცია და გადაწყვეტილების მიღება. ამ წიგნთან ერთად რესურს ცენტრში შეგიძლიათ მოიძიოთ 700-მდე წიგნი, ჟურნალი და სტატია დეცნტრალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მათ შორის ამ პროცესის პოლიტიკურ და ფინანსურ ასპექტებზე, მოქალაქეების ჩართულობაზე, აღმოსავლეთ ევროპის, აზიის, ლათინური ამერიკის და აფრიკის ქვეყნების გამოციდლებაზე. რესურს ცენტრი ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. დამატებითი კითხვებისთვის შეგვეხმიანეთ: ნინო ღამბაშიძე: nino@participate.ge ან ტელ: 2355154. რესურს ცენტრი შეიქმნა და ფუნქციონირებს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალური გარდაქმნის პროგრამის (მატრა) ფარგლებში
უკან დაბრუნება..