მიგრაცია-რეპატრიაციის პროცესები
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება, 'თვითრეპატრირებულთა' პრევენცია" - ასოციაცია "ტოლერანტთან" და აზერბაიჯანის ჰუმანიტარული კველვების საზოგადოებასთან, როგორც პარტნიორებთან, თანამშრომლობით ხორციელედება.
ამ პროექტის ფარგლებში კავკასიური ინსტიტუტის ოფისში მოეწყო "საინფორმაციო კვლევითი ცენტრი", სადაც თვითრეპატრირებულებს შესაძლებლობა აქვთ იურიდიული კონსულტაციები მიიღონ მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე. 2011 წელს პოტენციური რეპატრიანტების საჭიროების გამოვლენის მიზნით ფოკუსჯგუფური კვლევა ჩატარდა. აქცენტი აზერბაიჯანული დიასპორის წევრებზე გაკეთდა.
შესწავლილ იქნა უკვე რეპარტრირებულ მესხთა და ადგილობრივი მოსახლეობის ურთიერთდამოკიდებულებაც. კვლევის მასალები აისახა სპეციალურ ბოშურაში - "სამხრეთ საქართევლოდან დეპორტირებული მოსახლეობა - ფოკუსირებული კვლევის შედეგები". ამავე პროექტის ფარგლებში დაიწერა ისტრიული ნარკვევი - "საქართევლო - მესხების სამშობლო", რომელიც კავკასიური ინსტიტუტის ვებგვერდზეა განთ ვსებული. გამოიცა გზამკვლევი და სამართლებრივი პრობლემების ამსახველი ბუკლეტები. მოეწყო პრეზენტაციები და შეხვედრები ჟურნალისტებთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან.
ახალციხეში, იანეთში, ნასაკირალში და თბილისში დამკვიდრებულ რეპატრირებულებს ჩაუტარდა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ტრეინინგები, გაეწიათ მატერიალური და დახმარება.
უკან დაბრუნება..