- დეტალები
2026 წლის 25-26 ივნისს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა ევროპული უნივერსიტეტის/ინსტიტუტის ტრანსნაციონალური მმართველობის სკოლასა და რომის გვიდო კარლის უნივერსიტეტთან ერთად ფლორენციაში ჩაატარეს კონფერენცია თემაზე “როგორ უნდა ესაზღვრებოდეს ევროპა რუსეთს? ადგილობრივი პერსპექტივა სასაზღვრო ზონიდან”. მასში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა ევროკავშირის და ევროპული პარტნიორობის ქვეყნებიდან. კონფერენციისთვის მომზადების პროცესში ექსპერტებმა ევროპული პარტნიორობის ქვეყნებიდან შექმნეს რამდენიმე მოკლე სადისკუსიო ესე, რომელთაც შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
- დეტალები
კავკასიურ ინსტიტუტს ვულოცავ დაბადების დღეს!
კავკასიური ინსტიტუტის ისტორია მხოლოდ თარიღებისა და პროექტების ერთობლიობა არ არის — ეს არის ადამიანების, იდეების, დისკუსიების და განსხვავებული პერსპექტივების შეხვედრის სივრცე. წლების განმავლობაში კავკასიური ინსტიტუტი ქმნიდა გარემოს, სადაც ცოდნა არ იყო მხოლოდ დაგროვილი გამოცდილება, არამედ მუდმივი დიალოგის, კითხვებისა და ახალი ხედვების წარმოშობის პროცესი. გისურვებთ, რომ ეს სივრცე კვლავ დარჩეს თავისუფალი აზრის, თანამშრომლობისა და შემოქმედებითი ძიების ადგილად.