.02.08.2012
ვიცი, რომ საკუთარი დაბადების დროსა და ადგილზე დარდი სისულელეა, მაგრამ რა ვქნა: ვნანობ, რომ ჩემი ცხოვრების ასეთი დიდი ნაწილი გაგანია საბჭოეთში გავატარე. მშურს ჩემი სტუდენტების, სულ რომ არ ახსოვთ საბჭოთა კავშირი, ან უმცროსი კოლეგების, ვისთვისაც ის მხოლოდ ბავშვობის მოგონებაა. მახსოვს, ჩემი უფროსი კოლეგა, მერაბ მამარდაშვილი, გვეუბნებოდა, რომ საბჭოთა კავშირში ცხოვრება გვივითარებს სპეციფიკურ უნარ-ჩვევებს, რომლებიც არაფერში გვადგება საბჭოთა კონტექსტის გარეთ, ხელს კი გვიშლის. მერაბმა იცოდა, რას ამბობდა – საფრანგეთში იყო ნამყოფი. საბჭოთა სისტემა რომ დაიშალა, მეც დავრწმუნდი: მართალი ყოფილა. http://www.tabula.ge/?p=6158#tabs-1
უკან დაბრუნება..