წიგნში ავტორი აქცენტს აკეთებს იმ ფაქტზე, რომ ძალაუფლება არ უნდა იყოს კონცენტრირებული მცირე ჯგუფის ხელში. დემოკრატია კი თავის მხრივ არის შესაძლებლობა და ვალდებულებაც, რომ ინდივიდი იყოს აქტიური მოქალაქე, რომელიც ჩართული იქნება საჯარო ცხოვრებაში. წიგნი შეგდება 18 თავისგან. მასში საუბარია შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე: დემოკრატია, დიქტატურა, არჩევნები, ლიდერობა, იდეოლოგია, ომი, რევოლუცია, საერთაშორისო და საჯარო პოლიტიკა.
ამ წიგნთან ერთად რესურს ცენტრში შეგიძლიათ მოიძიოთ 700-მდე წიგნი, ჟურნალი და სტატია დეცნტრალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მათ შორის ამ პროცესის პოლიტიკურ და ფინანსურ ასპექტებზე, მოქალაქეების ჩართულობაზე, აღმოსავლეთ ევროპის, აზიის, ლათინური ამერიკის და აფრიკის ქვეყნების გამოციდლებაზე.
რესურს ცენტრი ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. დამატებითი კითხვებისთვის შეგვეხმიანეთ: ნინო ღამბაშიძე: nino@participate.ge ან ტელ: 2355154. რესურს ცენტრი შეიქმნა და ფუნქციონირებს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალური გარდაქმნის გარდაქმნის პროგრამის (მატრა) ფარგლებში.
უკან დაბრუნება..