საქართველოში ბევრ ადამიანს აწუხებს, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის საკმარისად დემოკრატიული და გულწრფელად უნდა, რომ ეს ვითარება გამოსწორდეს. მეც ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ვარ. სინამდვილეში, ჩვენნაირთა რიცხვი არც ისე დიდია: როგორც ყველა გამოკითხვა ცხადყოფს, თანამოქალაქეთა უდიდეს უმრავლესობას უმუშევრობა და ფასების ზრდა აწუხებს და არა დემოკრატიის დეფიციტი. მაგრამ არანაკლები პრობლემაა ის, რომ დემოკრატიის ბედზე გულწრფელად მოფიქრალი ბევრი ადამიანი მითების ტყვეობაშია და სასურველი პოლიტიკური სისტემის ბუნებაზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს.http://www.tabula.ge/?p=16849#tabs-1
უკან დაბრუნება..