 |
ნავიგაცია |
 |
 |
ბლოგი |
 |
 |
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები |
 |
 |
კალენდარი |
 |
|
სექტემბერი
|
|
|
2010
|
| | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | 30 | | | |
|
|
 |
ელ გზავნილები |
 |
 |
ლინკები |
 |
|
 |
მთავარი |
 |
19 მაისი 2010
კულტურული მრავალფეროვნების დღე სკოლაში: პირველი საპილოტე ღონისძიება ბოლნისში
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ეხმიანება მსოფლიო კულტურული მრავალფეროვნების დღეს. ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ კულტურათა მრავალფეროვნება ქვეყნის სიმდიდრეა და ინტერკულტურილი ურთიერთობები საზოგადოების განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა. 2010 წელს კავკასიურმა ინსტიტუტმა მოამზადა ღონისძიების დიზაინი "კულტურული მრავალფეროვნების დღე სკოლაში" (პროექტი "უმცირესობათა ინტეგრაციისათვის გარემოს გაუმჯობესება საჯარო სკოლებში განათლების რეფორმის მხარდაჭერის გზით” EED, Germany). პირველი საპილოტე ღონისძიება ჩატარდება 2010 წლის 25 მაისს ქ. ბოლნისში. რაიონის რამდენიმე ქართულ და არაქართულენოვან სკოლებთან ერთად ღონისძიების ორგანიზატორია სკოლა "დავითიანი". აღნიშნული ღონისძიება დატვირთული იქნება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროგრამით. |
 |
19 მაისი 2010
კულტურული მრავალფეროვნების დღე სკოლაში
2010 წლის გაზაფხულზე მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში "უმცირესობათა ინტეგრაციისათვის გარემოს გაუმჯობესება საჯარო სკოლებში განათლების რეფორმის მხარდაჭერის გზით”.”’ ჩატარდა კონკურსი ღონისძიების "კულტურული მრავალფეროვნების დღე სკოლაში" მეთოდოლოგიის შესამუშავებლად. 2010 წლის იანვარში კომისიამ შეარჩია გამარჯვებული პროექტი. მის საფუძველზე მომზადებული ე.წ. მეგზური დაეხმარება მასწავლებლებს საინეტერსო და შემეცნებით გზით მოამზადონ ღონისძიება. ასევე აღნიშნული დღისათვის კონკურსის საფუძველზე შემუშვადა პოსტერის დიზაინი. "მასწავლებლის მეგზური” და პოსტერი უფასოდ დაურიგდებათ სკოლებს. იხილიეთ გამარჯვებული პოსტერი: ავტორი რატი თორდია |
 |
06 აპრილი 2010
მრგვალი მაგიდა: ახალი განათლების პოლიტიკის ინიციატივები სამოქალაქო ინტეგრაციის კონტექსტში
2010 წლის 12 მარტს კავკასიურ ინსტიტუტში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე "ახალი განათლების პოლიტიკის ინიციატივები სამოქალაქო ინტეგრაციის კონტექსტში". 2009 წელი განათლების სისტემაში მნიშვენლოვანი სიახლეებით გამოირჩეოდა. განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად მიმართულ ინიციატივებს თან ახლავს გარკევული რისკ-ფაქტორებიც, რომელთა გაუთვალსიწინებლობამ შეიძლება უკუ შედეგი მოგვცეს. |
 |
28 იანვარი 2010
დისკუსია: შიდა ქართლი - გამოწვევები და გადაწყვეტის გზები
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომმა ყველაზე დიდი გავლენა სამხრეთ ოსეთის მომიჯნავე შიდა ქართლზე¹ იქონია, სადაც ძირითადი საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. ომის შემდეგ ორი თვის განმავლობაში რეგიონის დიდი ნაწილი რუსეთის შენაერთების კონტროლის ქვეშ მყოფ ბუფერულ ზონას წარმოადგენდა. რეგიონში ისევ მწვავედ დგას უსაფრთხოების საკითხი; გაუარესებულია ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. 27 იანვარს კავკასიურ ინსტიტუტში ჩატარებული დისკუსია მიეძღვნა შიდა ქართლში არსებული პრობლემების განხილვას. |
 |
22 იანვარი 2010
დისკუსია: თურქეთ – სომხეთის ურთიერთობების მოსალოდნელი დარეგულირება: გავლენა საქართველოზე
თურქულ-სომხური ურთიერთობების მოსალოდნელი დარეგულირება, შესაძლოა, უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცეს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების სისტემაში საბჭოთა კავშირის დაშლის და მისი თანმხლები კონფლიქტების შემდეგ. მისმა შედეგებმა იქნებ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიც კი დაჩრდილოს, რადგანაც ამ უკანასკნელს დიდი ცვლილებები არ მოუტანია რეგიონულ დაპირისპირებებსა და ალიანსებში. ქართველ ექსპერტებს შორის გავრცელებულია აზრი, რომ თურქულ-სომხური ურთიერთობების დარეგულირებამ შეიძლება შელახოს საქართველოს როგორც ეკონომიკური, ისე სახელმწიფო-უსაფრთხოებითი ინტერესები. ამ საკითხების განსახილველად კავკასიურ ინსტიტუტში 2010 წლის 20 იანვარს ჩატარდა დისკუსია. |
 |
17 ნოემბერი 2009
კავკასიურ ინსტიტუტს ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭა
16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიანიჭა კავკასიურ ინსტიტუტს საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის. |
დისკუსია: ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა საქართველოში
საქართველოში, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს. სისტემის გამჭვირვალეობის, დემოკრატიზაციის და განათლების ხელმისაწვდომობის გარდა, ერთერთი მთავარი ვექტორი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა. პრობლემები განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით მრავალია. სწორედ ამ საკითხს მიეძღვნა 11 ნოემბერს კავკასიურ ინსტიტუტში ჩატარებული დისკუსია.
|
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაცემთა ბაზა
კავკასიური ინსტიტუტის ახალი ინიციატივის ფარგლებში, ინსტიტუტის ვებ-გვერდზე: http://www.cipdd.org შეიქმნა საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების online მონაცემთა ბაზა. ბაზის საძიებო სისტემა საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების რეგიონისა და თემატური სფეროს მიხედვით ძებნის საშუალებას იძლევა. |
|
|
|
 |
გამოცემები |
 |
| 
საზოგადოებრივი აღქმის ანგარიში ივნისი 2010
|

კრებული 2010
|
| 
პოლიტიკის ანგარიში შალვა ტაბატაძე მაისი 2010
|
| 
პოლიტიკის ანგარიში თამარ პატარაია თებერვალი 2010 პოდკასტი
|

პოლიტიკის ანგარიში გია ნოდია იანვარი 2010 პოდკასტი
|
| 
პოლიტიკის ანგარიშები კრებული 2009
|
|
 |
ინსტიტუტის ღონისძიებები |
 |
| 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არაერთხელ წამოიწია სამცხე-ჯავახეთის თემა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისა და რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი საფრთხეების კონტექსტში. ბევრი, ამ ფონზე, სამცხე-ჯავახეთს საქართველოს სახელმწიფოს სუსტ წერტილად მიიჩნევს. |
|
 |
ფოტო გალერეიდან |
 |
|