People's Harmonious Development Society

ორგანიზაციის სახელი: ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება
მისამართი:  ირ.აბაშიძის ქ.#16, ბინა 3, თბილისი 0179
ტელეფონი:   (+995)32 218 21 82     
ფაქსი:  (+995) 32 222 23 47                   
ელ. ფოსტა:   phds@phds.geTsovinar@phds.ge;          
ვებსაიტი:     www.phds.ge


ორგანიზაციის თავმჯდომარე:  წოვინარ ნაზაროვა 
დაფუძნების წელი:  1996წ.                            
თანამშრომელთა რაოდენობა:    8 თანამშრომელი      
თემატური სფეროები:  არალეგალური მიგრაცია, ტრეფიკინგი, გენდერული 
                                          პრობლემები, ეკოლოგია და მგრადი  განვითარება.         

საქმიანობა:
1. საჭიროებებისა და პოტენციალის შეფასება, სიტუაციის კვლევა და ანალიზი 
2. ადამიანის უფლებებისა და სოციალური დაცვის სფეროს მარეგულირებელი პოლიტიკის შემუშავებასა და საკანონმდებლო ინიციატივებში მონაწილეობა 
3. ინსტიტუციური განვითარება და პოტენციალის შექმნა 
4. განათლება და ტრენინგი 
5. კონსულტაციების გაწევა და დაცვა 
6. საინფორმაციო და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული ინიციატივები 
7. მდგრადი განვითარება და ეკოლოგია

ორგანიზაციის შესახებ ზოგადი ინფორმაცია:
ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება "საქართველოს ქალთა კოალიციის" წევრია 2000 წლიდან " Age-Net იnternational without border  ” - 2007 წლიდან და არის სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების და ჰუმანიტარული რეინტეგრაციის ლიგის პროექტის (Project Heimatgarten Freiwillige Ruckkehr und Humanitare Reintagration von Fluchtligen) წარმომადგენელი საქართველოში. 
დაარსებიდან დღემდე ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობ საზოგადოებას განხორციელებული აქვს 50-ზე მეტი პროგრამა და პროექტი, დაინტერესებული მხარეების საკმაოდ მრავალფეროვანი სპექტრის მონაწილეობით, რაც მოიცავს სამთავრობო და სახელმწიფო ინსტიტუტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ საზოგადოებების, ადამიანების სოციალურად მოწყვლად კატეგორიებს, სხვადასხვა კერძო და ბიზნეს-ორგანიზაციებს. გარდა დაფინანსების ადგილობრივი წყაროებისა, ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება დაფინანსებას იღებდა ასევე უცხოელი დონორებისა და პარტნიორებისაგან. 
ორგანიზაციის გამოცდილება ეფუძნება ათზე მეტი წლის განმავლობაში განხორციელებულ ტრეფიკინგის აღმოფხვრისაკენ მიმართულ ინიციატივებს, რომელთა მიზანი იყო უკანონო (არარეგულარული) მიგრანტების, ადამიანებით ვაჭრობის და კონტრაბანდის მსხვერპლთა უფლებების დაცვა და ხელშეწყობა. 
ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის სადარაჯოზე მდგომი აქტიური ორგანიზაცია,   ცნობილია ტრეფიკინგის აღმოფხვრისაკენ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკის განვითარების მხარდამჭერი ინიციატივებით (საქმიანობით), ამ დარგში სახელმწიფო პოლიტიკის/საქმიანობის მუდმივი მონიტორინგით და რეკომენდაციებით, რომლებიც მიზნად ისახავს ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების გაუმჯობესებას. 
ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების რეგიონული ტრენინგ-ცენტრი სოციალური მუშაკების და სამართალდამცავი ორგანოების მუშაკთათვის დაარსდა 2007 წელს ევროგაერთიანების დაფინანსებით   პროგრამის "არასამთავრობო ორგანიზაციების და მთავრობის თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში ქალების და ბავშვების ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული ერთობლივი მექანიზმის შესამუშავებლად" ("NGO and Governmental Cooperation across the South Caucasus to Develop a Joint Response to Trafficking in Women and Children") ჩარჩოებში, რაც მიზნად ისახავდა მისი საქმიანობის განვრცობას უფრო ფართო საერთაშორისო მასშტაბით.

Publications ...
Newsletter
  
Georgian CSOs
Links ...

Contact

Address: 72, Tsereteli Ave, Tbilisi
Tel: +995 32 235 51 54/235 77 37
E-mail: info@cipdd.org

CDS © 2012

All rights reserved