Centre of Democratic Development of Georgia - CDDG

მისამართი:  ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. 36/56        

ტელეფონი :    61 04  06    899 95 57 42         

ელ. ფოსტა:    el-consult@bk.ru  
mmkavshvili@yahoo.com        

 

 

ორგანიზაციის თავმჯდომარე: მალხაზ ბეგიაშვილი   

საკონტაქტო პირი:                      მარიამ მკალავიშვილი                          

დაფუძნების წელი:                      2008 წ.                         

თანამშრომელთა რაოდენობა:  6     

თემატური სფეროები:  

-  სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება;                                               
-  სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება ადგილობრივ  დონეზე;                
-  ადამიანის უფლებების დაცვა;                                                                 
-  კანონის უზენაესობის დაცვის ხელშეწყობა;                                           
-  რეგიონული და ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობა.  

 

საქმიანობა:                                                                                  
-  საქართველოს მოსახლეობის სამოქალაქო განათლება;                                 
-  მოქალაქეთა სამართლებრივი ინფორმირება;                                           
-  გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის პროცესის    ხელშეწყობა;                                                                            

- საარჩევნო პროცესებზე მონიტორინგის განხორციელება;                                
- ეროვნული  უმცირესობების  ინტეგრაციის ხელშეწყობა;

 

ორგანიზაციის შესახებ ზოგადი ინფორმაცია:

2007 წლის გაზაფხულზე საერთაშორისო ორგანიზაცია "DVV International”-ის  თბილისის ოფისის  დაკვეთით ორგანიზაციის დამფუძნებლებმა შეადგინეს სათრეინინგო მასალები სახელწოდებით "დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა”. წიგნის შემდგენლებმა და ამავე დროს ორგანიზაცია "საქართველოს დამოკრატიული განვითარების ცენტრის” დამფუძნებლებმა მკითხველს წარმოუჩინეს დასავლური თუ ქართული მენტალობის ჭეშნარიტად განმსაზღვრელი ღირებულებები, მათზე დაშენებული იდეოლოგიები, ინსტიტუციები და მათი ფუნქციონირების შედეგები. წიგნზე მუშაობის დასრულების შემდეგ  ავტორთა ჯგუფმა "DVV International”-ის  თბილისის ოფისის  დაკვეთით 7 დღიანი თრეინინგები ჩაუტარა ახალციხეში 60 ახალგაზრდას. თრეინინგების ჩატარების პროცესში ნათლად გამოიკვეთა თუ რა სერიოზულ პრობლემებს ვაწყდებით საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე, თუ რა პრობლემები არსებობს სახელმწიფო მმართველობის სტრუქტურებში, სამოქალაქო განათლების რამდენად დაბალი დონეა მოსახლეობაში, რა პრობლემებია ადგილობრივ თვითმმართველობაში, რა ცვლილებებია მოსახდენი საარჩევნო პროცესებში და სხვა. მიღებულმა დადებითმა შედეგებმა დაადასტურა, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარების, კერძოდ სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისათვის აუცილებელია ზრდასრული მოსახლეობისათვის სამოქალაქო განათლების პროგრამების განხორციელება. წიგნის ავტორები დარწმუნდნენ, რომ აუცილებელია აქტიური მოქმედება და  იმ გამოცდილების გამოყენება,  რაც მათ მიიღეს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად თავიანთი მოღვაწეობის შედეგად საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელების, სახელმწიფო მმართველობის სტრუქტურებში მუშაობისა და ქვეყნის განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის ექსპერტიზის, სამეცნიერო კვლევებისა თუ საარჩევნო პროცესებზე მონიტორინგის განხორციელების შედეგად.  არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაერთიანებისა და ერთიანი ძალისხმევით ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესებში რეალური წვლილის შეტანის  მიზნით მათ 2008 წლის ივნისის თვეში დააფუძნეს არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული განვითარების ცენტრი”.

Publications ...
Newsletter
  
Georgian CSOs
Links ...

Contact

Address: 72, Tsereteli Ave, Tbilisi
Tel: +995 32 235 51 54/235 77 37
E-mail: info@cipdd.org

CDS © 2012

All rights reserved