კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი

მისამართი:   0171,  ბერბუთის 8, ბ. 6, თბილისი, საქართველო        
ფაქსი:             (+995 32)  272 90 21
ელ. ფოსტა:    info@ciesr.org 
ვებსაიტი:       www.ciesr.org         



ორგანიზაციის თავმჯდომარე
:   დავით ნარმანია      
საკონტაქტო პირი:                        ოთარ კონჯარია
დაფუძნების წელი:                        2009     
თანამშრომელთა რაოდენობა:     7    
თემატური სფეროები:                  მაკროეკონომიკური ანალიზი; სტრუქტურული რეფორმები;  საჯარო სექტორი.   
საქმიანობა:                            კვლევები; კონსალტინგი; ტრენინგები.

ორგანიზაციის შესახებ ზოგადი ინფორმაცია:

კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი არის დამოუკიდებელი, არაკომერციული კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც დაფუძნდა 2009 წელს. კვლევებზე დაფუძნებული პოლიტიკის ფორმირების იდეა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების ეკონომიკური გარემოს ფორმირებისათვის.   

კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის მიზანია საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით, ეკონომიკური და სოციალური კვლევების გზით რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა. კვლევითი ინსტიტუტი უზრუნველყოფს საზოგადოებას, მას-მედიას, საჯარო და სხვა დაწესებულებებს კვალიფიციური სამეცნიერო კვლევებით, რაც გამოიხატება ეროვნული და რეგიონალური ეკონომიკის აქტუალური სამეცნიერო კვლევების, გამოკითხვების შედეგების და პროგნოზების განხორციელებაში. ამით ინსტიტუტი ხელს უწყობს რეგიონში ეკონომიკური პოლიტიკის და სამეწარმეო გადაწყვეტილებების შესახებ ექსპერტული დისკუსიების ჩამოყალიბება-დამკვიდრებას. 
ფუნდამენტური თეორიული, გამოყენებითი და პრაქტიკული სამეცნიერო კვლევების ჩატარება, ასევე რეგიონში ინსტიტუტციური და პოლიტიკური სტრუქტურების ღრმა ცოდნა განსაზღვრავს კვლევითი ინსტიტუტის მომსახურების მაღალ ხარისხს. საერთაშორისო და რეგიონალურ სამეცნიერო კვლევით უნივერსიტეტებთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა ხელს უწყობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამეცნიერო კვლევების განხორციელებას. საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის (Public-Private-Partnership) ფარგლებში კვლევითი ინსტიტუტი უზრუნველყოფს არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაციის ავტონომიურობას და პოლიტიკიდან, ეკონომიკიდან და საზოგადოებიდან ჩვენი დამკვეთების მაღალი სერვისზე ორიენტირებას.


დამფუძნებლები 
·        ჰანს-გეორგ პეტერსენი - პოტსდამის უნივერსიტეტის (გერმანია) ფინანსურ მეცნიერებათა კათედრის გამგე, გერმანიის ეკონომიკური კვლევითი ინსტიტუტის (DIW) მეცნიერ-მკვლევარი, ეკონომიკის დოქტორი; 
·        ტანია კირნი - პოტსდამის უნივერსიტეტის (გერმანია) ფინანსურ მეცნიერებათა კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი, გერმანიის ეკონომიკური კვლევითი ინსტიტუტის (DIW) მეცნიერ-მკვლევარი;
·        სიმონ გელაშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური სტატისტიკის კათედრის გამგე, ეკონომიკის დოქტორი;

  • ოთარ გელაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანი, ეკონომიკის დოქტორი; 
    ·        დავით ნარმანია - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სრული პროფესორი; 
    ·        ელგუჯა ხოკრიშვილი - პოტსდამის უნივერსიტეტის (გერმანია) ფინანსურ მეცნიერებათა კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი;
  • გიორგი ნანობაშვილი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელი;
  • შოთა მურღულია - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ეკონომიკური განყოფილების უფროსი.
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია