UK-Georgia Professional Network

მისამართი:                 ჭავჭავაძის 74ა. თბილისი (0162).        
ფაქსი:                           (+995) 32 2251876               
ელფოსტა:                 ugpn@ugpn.ge          
ვებსაიტი:                    www.ugpn.ge             



ორგანიზაციის
 თავმჯდომარე:   ნიკოლოზ ლოლაძე      
საკონტაქტო პირი:                        ნინო ჟღენტი                         
დაფუძნების წელი:                        2005                          
თანამშრომელთა რაოდენობა:     7       
თემატური სფეროები:                  საჯარო ფინანსები, სამოქლაქო საზოგადოება, მედია მონიტორინგი                     
საქმიანობა:                                     კვლევა, ანალიზი, ადვოკატირება, კონსულტაცია, პროექტების მართვა

ზოგადი ინფორმაცია:

ბრიტანულ-ქართული პროფესიული ქსელი (UGPN) არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ბრიტანეთთან მჭიდრო საგანმანათლებლო და პროფესიული კავშირის მქონე სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს აერთიანებს. UGPN-ის როგორც მიუკერძოვებელი ანალიტიკური ცენტრის მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოს სახელმწიფოს მდგრად განვითარებასა და საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის მრავალმხრივი ურთიერთობის გაძლიერებას.

UGPN-ის  ექსპერტების სფეროს საჯარო ფინანსების მართვა,  ხოლო მთავარ მიმართულებას ამ მხრივ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც სხვადასხვა ორგანიზაციების ტექნიკურ დახმარებასა და პროექტების დაფინანსებაში გამოიხატება.  ამ ორი აქტივობის ურთიერთქმედებით, UGPN-ი საჯარო ფინანსების მართვასთან დაკავშირებული ანალიზისა და კონსულტირების ერთ-ერთი ლიდერ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, როგორც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისათვის,  ისე სახელმწიფო ორგანოებისა და საერთაშორისო ინსტიტუტებისათვის. გარდა საჯარო ფინანსების მართვასთან დაკავშირებული ცოდნის გენერირებისა, უკანასკნელ წლებში, UGPN-მა $ 500 000 დააფინანსა  საქართველოში არსებული არასამთავრობო  და მედია ორგანიზაციები. ეს თანხა ბიუჯეტის ხარჯვასთან  დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირმირებულობისა და ცოდნის დონის ამაღლებას მოხმარდა.

UGPN-ი საქართველოს საჯარო ფინანსების მართვასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე (სექტორული პოლიტიკა, მაკრო-ეკონომიკური ანალიზი) მუშაობას მომავალშიც გაგრძელებს, რათა ბიუჯეტის კვლევისა და ადვოკატირების კუთხით  წამყვან ორგანიზაციად ჩამოყალიბდეს. ამასთან, UGPN-ი  საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესებს ყველა მიმართულებით აქტიურ მეთვალყურეობას გავუწევს.  ევრაზიის ფართო ქსელის წევრობა (დიდ ბრიტანეთში კურსდამთავრებულთა ასოციაცია თურქეთში, უკრაინაში, სომხეთსი, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ისრაელში) საშუალებას აძლევს განვითარდეს როგორც ქვეყნებს შორის დილოგის ინიციატორი და ფასილიტატორი  უსაფრთხოების, პოლიტიის და კულტურულ საკითხებზე.

Publications ...
Newsletter
  
Georgian CSOs
Links ...

Contact

Address: 72, Tsereteli Ave, Tbilisi
Tel: +995 32 235 51 54/235 77 37
E-mail: info@cipdd.org

CDS © 2012

All rights reserved