International Women’s Political Resource Center
ორგანიზაციის სახელი: ფონდი "საერთაშორისო ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი” მისამართი: თაყაიშვილის ქუჩა #3, თბილისი 0179, საქართველო ტელეფონი: (+99532) 22253031 ფაქსი: (+99532) 22250836 ელ. ფოსტა: wprc@wprc.org.ge ვებსაიტი: www.wprc.org.ge ორგანიზაციის თავმჯდომარე: ნანა მჟავანაძე საკონტაქტო პირი: მარინა მესხი დაფუძნების წელი: 2003 თანამშრომელთა რაოდენობა: 7 თემატური სფეროები: ქალთა უფლებების დაცვა; პოლიტიკაში ქალთა წინსვლის ხელშეწყობა; ადგილობრივი ქალთა მოთხოვნების ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ლობირება საქმიანობა: "ფონდი" ეწევა კვლევით, ანალიტიკურ, საკონსულტაციო, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და საგამომცემლო საქმიანობას. ატარებს კონფერენციებს, სემინარებს, შეხვედრებს, ლექციებს, აწყობს მედიაკამპანიებსა და საზოგადოებრივ აქციებს.
ორგანიზაციის შესახებ ზოგადი ინფორმაცია: ფონდი "საერთაშორისო ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი” (შემდგომში "ფონდი”) წარმოადგენს კავშირი "ფემინისტური კლუბის” შვილობილ ორგანიზაციას, რომელიც 1998 წელს დაფუძნდა. "ფონდი” წარმოადგენს ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციას და ადგილობრივი ქალთა მოთხოვნების ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ლობირებით ასრულებს მნიშვნელოვან როლს ქალთა თანასწორუფლებიანობისა და სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებაში. "ფონდი” ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განვითარებას - მასში გაწევრიანებულია ყველა ასაკის, ეკონომიკური სტატუსის, ეთნიკური და სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები.
|