სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი

ორგანიზაციის სახელი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
მისამართი: ქ. თბილისი, 0179;  ი. ჭავჭავაძის გამზირი # 3, თსუ-ს მეორე კორპუსი, მესამე სართული, ოთახები # 334 -339 
ტელეფონი:    (+995 32) 2102781; (+995 90) 102786; 
                                                              (+995 90) 372786             
                           ფაქსი: (+995 32) 2291334  
                           ელ. ფოსტა:  contact@ucss.ge        
                           ვებსაიტი:      www.ucss.ge   
      
ორგანიზაციის თავმჯდომარე:   პროფ. მარინე ჩიტაშვილი (დირექტორი)       
საკონტაქტო პირი:   გიორგი ხელაშვილი (აკადემიური პროგრამები, კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი); მაკო მიქაბერიძე    (ადმინისტრაციული დირექტორი, სადოქტორო ტრენინგის ერთეულის კოორდინატორი); დიანა ლეჟავა (სტუდენტების დეკანი, დირექტორის ასისტენტი)     
დაფუძნების წელი:  2003 (ნოემბერი)                 
თანამშრომელთა რაოდენობა:   7 (5 სრულ განაკვეთზე,  2 ნახევარ გამაკვეთზე)       
თემატური სფეროები:   სამხრეთ კავკასიის რეგიონული პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, გენდერის კვლევა, უმაღლესი განათლება, მედიის კვლევა/ანალიზი.                  
საქმიანობა: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის საქმიანობის მთავარ მიზანს საქართველოში სოციალურ მეცნიერებებში სწავლებისა და კვლევის დონის განვითარების ხელშეწყობა და უმაღლესი განათლების დასავლური სტანდარტების დანერგვა წარმოადგენს. გრძელ ვადიან პერსპექტივაში ცენტრი თავისი ფუნქციონირებით ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ცენტრის ამჟამინდელი მთავარი პროექტი ფინანსდება ღია საზოგადოების ფონდების უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის მიერ და მიზნად ისახავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებებში ახალი, ინტერდისციპლინური სამაგისტრო და საერთაშორისო სადოქტორო პროგრამების განვითარებასა და დანერგვას ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი აგრეთვე ახორციელებს ცალკეულ კვლევით პროექტებს, მათ შორის - მედიისა და გენდერის კვლევით პროექტებს. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი თავისი საქმიანობით უზრუნველყოფს სოციალურ მეცნიერებებში ადამიანური და საგანმანათლებლო რესურსების განვითარებას. ცენტრი გამოსცემს სასწავლო და სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურას, ხოლო  ახლო მომავალში გეგმავს დანერგოს სერთიფიცირებულ ტრენინგების სისტემა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის ისეთ სფეროში როგორიცაა ”აკადემიური წერა”, ”კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში”, ”გენდერი”, ”მედია კვლევები”, ”პროექტების მენეჯმენტი და ადმინისტრირება”.
ორგანიზაციის შესახებ ზოგადი ინფორმაცია: 
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი არასამთავრობო არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც დაარსდა 2003 წლის ნოემბერში ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა მხარდაჭერის პროგრამის (SSSP 2000–2003) საქმიანობებსა და რესურსებზე დაყრდნობით. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი არის ღია საზოგადოების ფონდების  უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის ქსელური ინსტიტუტი სამხრეთ კავკასიაში. ცენტრის მისიაა სოციალურ მეცნიერებათა მკვლევართა და პრაქტიკოსთა მაღალკვალიფიციური ახალი თაობის მომზადება და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა საქართველოს ინტერნაციონალიზაციის პირობებში. ცენტრის მიზანია საქართველოში სოციალურ მეცნიერებებში - კვლევის, სწავლებისა და სწავლის განვითარება, - საერთაშორისო აკადემიურ ქსელში მკვლევართა ინტეგრირება, - პროფესიონალთა კვალიფიკაციის ამაღლება.

გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია