Young Socialists of Georgia

ორგანიზაციის სახელი: საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტები
მისამართი:  ბარნოვის ქ. 42გ, თბილისი 0179, საქართველო     
ფაქსი:  +995 32 25 1976
ტელ:   +995 32 25 1976    
                           ელ. ფოსტა: ysg@ysg.ge       
                           ვებსაიტი:  www.ysg.ge       
                           ორგანიზაციის თავმჯდომარე:  გიორგი ყანჩაველი
                           საკონტაქტო პირი:  გიორგი ყანჩაველი                    
                           დაფუძნების წელი:  1996                       
                           თანამშრომელთა რაოდენობა:  500
     
თემატური სფეროები:  პოლიტიკური იდეოლოგიები, გარემოს დაცვა, კონფლიქტები, განათლება, გენდერული თანასწორება.                        
საქმიანობა:
  საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების როლის გაზრდა, პოლიტიკური კამპანიების და  სტუდენტებში არაფორმალური განათლების საშუალებით.

ორგანიზაციის შესახებ ზოგადი ინფორმაცია: საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტები დაარსდა 1996 წელს (პირველადი სახელწოდება - ახალგაზრდა სოციალისტთა ლიგა), როგორც სოციალისტური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია. 2003  წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ სოციალისტური პარტია დაიშალა და ახალგაზრდულმა მოძრაობამ დამოუკიდებლად განაგრძო თავისი პოლიტიკური ცხოვრება, ყოველგვარი გარე ფინანსური დახმარების გარეშე.ორგანიზაციის მთავარი მიზანი არის  საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების როლის გაზრდა, პოლიტიკური კამპანიების და  სტუდენტებში არაფორმალური განათლების საშუალებით.2009 წლის მაისში ჩატარდა ახალგაზრდა სოციალისტების მეხუთე ეროვნული კონგრესი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 200 მეტმა დელეგატმა. კონგრესზე მიღებულ იქნა პოლიტიკური დოკუმენტი, აირჩა ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე და გამგეობა.2008-09 ორგანიზაცია ფოკუსირებული იყო მთავარი პოლიტიკური მანიფესტის შექმნაზე, რომელიც შედგება 5 ნაწილისაგან, ორგანიზაციის თირებულებები და მთავარი პრინციპები - დემოკრატია, თანასწორობა, სოლიდარობა, სამართლიანობა და თავისუფლება, შემდეგ მოდის საქართველოს ახალგზადების ხედვა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა ახალგაზრდულ პოლიტიკაზე, სოციალურ პოლიტიკაზე, გარემოს გამოწვევებზე, რა არის და როგორი უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფოებრივი თავდაცვა და საერთაშორისო ურთიერთობები. დოკუმენტის მომზადების პროცესის დროს ტარდებოდა სემინარები, სადაც სტუდენტები და უნივერსიტეტის ექსპერტები ინსმენდნენ თითოეულ თავს, მუშაობდნენ პატარა ჯგუფებში და აძლევდნენ რჩევებს ორგანიზაციის წევრებს.ახალგზარდა სოციალისტები ახორციელებენ პროექტებს ნორვეგიის ლეიბორისტთა ახალგაზრდულ ფრთასთან ერთად,ეს მოიცავს ორმხრივ შეხვედრებს, სემინარებს სხვადასხვა პოლიტიკურ გამოწვევებზე ორივე ქვეყანაში.აგრეთვე საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტები აქტიურად მონაწილეობენ შავი ზღვის ახალგზარდულ პოლიტიკურ კონფერენციებში, რომლებიც მსოფლიო ახალგზარდა სოციალისტების ჩარჩოში ტარდება, რომელიც გულისხმობს სტუდენტების მობილობაზე  შავი ზღვის სივრცეში გამოწვევებზე. ასევე მზადდება პროექტები ირლადნიელ პოლიტიკურ ახალგზარდებთან, შვედ აქტივისტებთან, რუსებთან და ლიბანელებთან.ორგანიზაციას აქვს თავისი რეგიონალური ფრთა ქუთაისში, რომელსაც აგრეთვე ყავს თავმჯდომარე და გამგეობა

Publications ...
Newsletter
  
Georgian CSOs
Links ...

Contact

Address: 72, Tsereteli Ave, Tbilisi
Tel: +995 32 235 51 54/235 77 37
E-mail: info@cipdd.org

CDS © 2012

All rights reserved