|
NGO “Women for Future”
ორგანიზაციის სახელი: არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალები მომავლისათვის" მისამართი: თბილისი 0179, ბარნოვის 44 ტელეფონი: (+995 32) 222 17 52 ფაქსი: (+995 32) 222 17 52 ელ. ფოსტა: wfgeorgia@hotmail.com ვებსაიტი: www.wf.org.ge ორგანიზაციის თავმჯდომარე: ლია სანიკიძე საკონტაქტო პირი: თამუნა სანიკიძე დაფუძნების წელი: 1998 თანამშრომელთა რაოდენობა: 6 თემატური სფეროები: ტრეფიკინგი, გენდერი, კონფლიქტების პრევენცია/მოგვარება საქმიანობა: სხვადასხვა პროექტების განხორციელებისას "ქალები მომავლისათვის" ასრულებს შემდეგ სახის საქმიანობებს: • ქალთა კონსულტირება პრობლემური სიტუაციების დაძლევის მიზნით; • ქალთა პოსტ-სტრესული სიტუაციის შემდგომი რეაბილიტაცია; • ქალთა საქმიანი უნარების განვითარების სოციალურ-ფსიქოლოგიური ტრენინგების ჩატარება; • ქალთა სოციალური რეაბილიტაციის მიზნით სპეციალური სასწავლო სემინარებისა და მუშა ჯგუფების მოწყობა; • ტრეფიკინგის თემაზე სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება და მიწოდება სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის; • ტრენინგების, სემინარების და კონფერენციების ჩატარება; • მოსახლეობასთან ქალთა უფლებების შესახებ საგანმანათლებლო ხასიათის მუშაობის ჩატარება; • სოციოლოგიური კვლევების ჩატარება; • საგანმანათლებლო-საინფორმაციო კამპანიის წარმოება; • მასალების, საგაზეთო სტატიების, ბროშურების, ბიულეტენების ბეჭდვა; • საზოგადო საკითხებზე საერთაშორისო ქსელების მუშაობაში აქტიური მონაწილეობის მიღება; • ქსელური შეხვედრების მოწყობა; • ფსიქოლოგიური კონსულტაციების ჩატარება; • მასალების გავრცელება (ბროშურების, კალენდრების, ბიულეტენების), პოსტერების გამოფენა; • კანონმდებლობის ანალიზი, რომელიც მოქმედებს საქართველოში ქალთა სტატუსზე; • საქართველოს მთავრობისთვის რეკომენდაციების მომზადება
ორგანიზაციის შესახებ ზოგადი ინფორმაცია: ორგანიზაციის მისია: ჩვენ გვინდა საქართველოში თანასწორუფლებიანი, არაძალადობრივი და აქტიური საზოგადოების ჩამოყალიბება. ამისათვის ჩვენ ვესწრაფვით საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას, ქალთა გაძლიერებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი როლის გაზრდას. მიზნები: ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა, ქალთა განათლება და სპეციფიური უნარ-ჩვევების გაძლიერება, გენდერული სტერეოტიპების დასაძლევად საზოგადოების ფართო ფენებთან მუშაობა და ქალთა თვითრეალიზაციის ხელშეწყობა.
|