არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალები მომავლისთვის"

ორგანიზაციის სახელი: არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალები მომავლისათვის"
მისამართი: თბილისი 0179, ბარნოვის 44
ტელეფონი: (+995 32) 222 17 52           
ფაქსი:  (+995 32) 222 17 52                         
ელ. ფოსტა:  wfgeorgia@hotmail.com    
ვებსაიტი:    www.wf.org.ge           
ორგანიზაციის თავმჯდომარე:  ლია სანიკიძე      
                           საკონტაქტო პირი:    თამუნა სანიკიძე                         
                           დაფუძნების წელი:   1998                    
                           თანამშრომელთა რაოდენობა: 6   
     
თემატური სფეროები:   ტრეფიკინგი, გენდერი, კონფლიქტების პრევენცია/მოგვარება      
საქმიანობა: სხვადასხვა პროექტების განხორციელებისას "ქალები მომავლისათვის" ასრულებს შემდეგ სახის საქმიანობებს:
• ქალთა კონსულტირება პრობლემური სიტუაციების დაძლევის მიზნით;
• ქალთა პოსტ-სტრესული სიტუაციის შემდგომი რეაბილიტაცია;
• ქალთა საქმიანი უნარების განვითარების სოციალურ-ფსიქოლოგიური ტრენინგების ჩატარება;
• ქალთა სოციალური რეაბილიტაციის მიზნით სპეციალური სასწავლო სემინარებისა და მუშა ჯგუფების მოწყობა;
• ტრეფიკინგის თემაზე სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება და მიწოდება სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის; 
• ტრენინგების, სემინარების და კონფერენციების ჩატარება;
• მოსახლეობასთან ქალთა უფლებების შესახებ საგანმანათლებლო ხასიათის მუშაობის ჩატარება;
• სოციოლოგიური კვლევების ჩატარება;
• საგანმანათლებლო-საინფორმაციო კამპანიის წარმოება;
• მასალების, საგაზეთო სტატიების, ბროშურების, ბიულეტენების ბეჭდვა;
• საზოგადო საკითხებზე საერთაშორისო ქსელების მუშაობაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
• ქსელური შეხვედრების მოწყობა;
• ფსიქოლოგიური კონსულტაციების ჩატარება;
• მასალების გავრცელება (ბროშურების, კალენდრების, ბიულეტენების), პოსტერების გამოფენა;
• კანონმდებლობის ანალიზი, რომელიც მოქმედებს საქართველოში ქალთა სტატუსზე;
• საქართველოს მთავრობისთვის რეკომენდაციების მომზადება

ორგანიზაციის შესახებ ზოგადი ინფორმაცია: ორგანიზაციის მისია: ჩვენ გვინდა საქართველოში თანასწორუფლებიანი, არაძალადობრივი და აქტიური საზოგადოების ჩამოყალიბება. ამისათვის ჩვენ ვესწრაფვით საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას, ქალთა გაძლიერებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი როლის გაზრდას.
მიზნები: ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა, ქალთა განათლება და სპეციფიური უნარ-ჩვევების გაძლიერება, გენდერული სტერეოტიპების დასაძლევად საზოგადოების ფართო ფენებთან მუშაობა და ქალთა თვითრეალიზაციის ხელშეწყობა.

გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია