International Society for Fair Elections and Democracy - ISFED

მისამართი:    თბილისი 0160, ვაჟა ფშაველას გამზ. 7      
ფაქსი:             (995 32) 98 39 98            
ტელ:               (995 32) 37 22 13     
ელ. ფოსტა:    info@isfed.ge        
ვებსაიტი:       www.isfed.ge      


ორგანიზაციის თავმჯდომარე: 
  ეკატერინე სირაძე-დელონე (აღმასრულებელი დირექტორი)

საკონტაქტო პირი:  ნინო დოლიძე (საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი)                     

დაფუძნების წელი:           1995 წელი            

თანამშრომელთა რაოდენობა:    ცენტრალური ოფისი  - 12 თანამშრომელი; 5 რეგიონალური კოორდინატორი (რეგიონალური ოფისები: თბილისი I, თბილისი II,  გურჯაანი, ქუთაისი და ბათუმი); 75 ოლქის კოორდინატორი

თემატური სფეროები:    სამოქალაქო აქტიურობა, ადამიანის პოლიტიკური უფლებების დაცვა; გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ხელისუფლება; საქართველოში საარჩევნო პროცესის მონიტორინგი და გაუმჯობესება, საარჩევნო უფლებების დაცვა; საერთაშორისო დემოკრატიულ ინსტიტუტებში ინტეგრაცია და მათ მიერ აღიარებული პრინციპების დამკვიდრების ხელშეწყობა
საქმიანობა: არჩევნების მონიტორინგი; ამომრჩეველთა სიის გაუმჯობესების პროცესის მონიტორინგი; ხმების პარალელური დათვლა (PVT) არჩევნების დღეს; ფართომასშტაბიანი ამომრჩეველთა/სამოქალაქო განათლების კამპანიის წარმოება; ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მონიტორინგი;  ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგი; ადგილობრივი ბიუჯეტის გამჭვირვალობის მონიტორინგი; სამთავრობო დაწესებულებებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგი;

ორგანიზაციის შესახებ ზოგადი ინფორმაცია: 
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ფართო ქსელის მქონე, გამოცდილი და წარმატებული არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში. "სამართლიანი არჩევნები" დაარსებიდან (1995 წ.) დღემდე ცნობილია, როგორც არჩევნებზე მონიტორინგის განმახორციელებელი ექსპერტი ორგანიზაცია. წლების მანძილზე ორგანიზაციამ თავისი ობიექტური საქმიანობით საზოგადოებაში დაიმკვიდრა დემოკრატიულ პრინციპებზე მომუშავე მიუკერძოებელი და მაღალი ნდობის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციის სახელი. "სამართლიან არჩევნებს" ორჯერ მიენიჭა საზოგადოებრივ ორგანიზაციათა "ეთიკის კოდექსის" ვერცხლის 5 პრინციპის კავალრის წოდება. 

ორგანიზაციის სტრატეგია და ძირითადი მიმართულებები 
დაარსებისას, "სამართლიანი არჩევნების" მთავარ მიმართულებას არჩევნების მონიტორინგი წარმოადგენდა. მოგვიანებით  ორგანიზაციამ რამდენჯერმე განაახლა თავისი სტრატეგია და დაგეგმა საქმიანობები შემდგომი წლებისათვის. დღეს, "სამართლიანი არჩევნების" ორგანიზაციული სტრატეგიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • სამოქალაქო აქტიურობა, ადამიანის პოლიტიკური უფლებების დაცვა - "სამართლიანმა არჩევნებმა" თავისი არსებობის მანძილზე არაერთხელ აწარმოა ფართომასშტაბიანი საადვოკაციო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა მოქალაქეთა აქტიურობის გაზრდას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. საადვოკაციო კამპანიის ფარგლებში ორგანიზაციამ მოსახლეობას ასწავლა, როგორ შეუძლიათ დაიცვან საკუთარი უფლებები.
  • გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ხელისუფლება - ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, "სამართლიანმა არჩევნებმა"  განახორციელა არაერთი პროექტი, თუმცა აღსანიშნავია საჯარო შეხვედრების ორგანიზება მოსახლეობასა და ადგილობრივ თვითთმართველობას შორის, რომლებიც ორგანიზაციამ სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ჩაატარა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში. საჯარო შეხვედრებმა ხელი შეუწყო: 1. მოსახლეობის ჩართვას ადგილობრვი დონეზე არსებული პრობლემების გადაჭრაში; 2. ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების საქმიანობების გამჭვირვალობას; და 3. გაუმჯობესებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას მოსახლეობასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის.
  • საქართველოში საარჩევნო პროცესის მონიტორინგი და გაუმჯობესება, საარჩევნო უფლებების დაცვა - "სამართლიანი არჩევნების" ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა საარჩევნო პროცესების მონიტორინგია. 1995 წლიდან, ორგანიზაციას განხორციელებული აქვს მონიტორინგი საქართველოში ჩატარებულ ყველა ტიპის არჩევნებზე, რეფერენდუმსა და პლებისციტზე. არჩევნების მონიტორინგთან ერთად ორგანიზაცია ახორციელებს ხმების პარალელურ დათვლას (PVT), რაც გულისხმობს არჩევნების შედეგების გამოცხადებას ოფიციალურ შედეგებზე გაცილებით უფრო ადრე. "სამართლიან არჩევნებს" წარმატებულად აქვს განხორციელებული ხმების პარალელური დათვლა ბოლო 6 უმნიშვნელოვანეს არჩევნებზე საქართველოში.
  • არჩევნების დანიშნვის დღიდან, ორგანიზაცია აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღესა და არჩევნების დღის შემდგომ პროცესებს. არჩევნების დღეს, ორგანიზაცია თავისი დამკვირვებლებისაგან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას საარჩევნო პროცესების მიმდინარეობის შესახებ, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

               არჩევნების შემდგომ პერიოდში კი ორგანიზაცია აქვეყნებს თავის ანგარიშსა და შეფასებას განხორციელებული მონიტორინგის, არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევებისა და არჩევნების საბოლოო შედეგების შესახებ. ამასთან, ორგანიზაცია აქტიურადაა ჩართული არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საქმიანობების განხორციელებაში, მგალითად როგორიცაა: ამომრჩეველთა ერთიანი სიის ხარისხობრივი გადამოწმება, ამომრჩეველთა განათლება, საარჩევნო კოდექსის დახვეწა და ა.შ.

  • საერთაშორისო დემოკრატიულ ინსტიტუტებში ინტეგრაცია და მათ მიერ აღიარებული პრინციპების დამკვიდრების ხელშეწყობა - "სამართლიანი არჩევნები" მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო დემოკრატიულ ინსტიტუტებთან, მონაწილეობს მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, სემინარებში, კონფერენციებსა და მისიებში. ორგანიზაციის თითოეული საქმიანობა მიმართულია დემოკრატიის განვითარებისკენ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ ქვეყანაში, რაც გულისხმობს, რომ "სამართლიანი არჩევნები" ხელს უწყობს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების დამკვირდებას საქართველოში.

 

 

ორგანიზაციის სტრუქტუტრა

 

"სამართლიანი არჩევნები" წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, ესე იგი ორგანიზაციის თითოეული წევრი მონაწილეობას იღებს მის მართვასა და შესაბამისად გადაწყვეტილებების მიღებაში.

 

"სამართლიანი არჩევნების" მმართველობის უმაღლესი ორგანოა წევრთა საერთო კრება, რომელიც იმართება წელიწადში ერთხელ მაინც, მარტის პირველ შაბათს. საერთო კრება პრეფერენციული სისტემით ირჩევს გამგეობის 9 წევრს, რომელიც ორგანიზაციას მართავს კრებებს შორის შუალედში. გამგეობა ერთი წლის ვადით ნიშნავს აღმასრულებელ დირექტორს, რომელიც ზედიზედ შეიძლება აირჩეს არაუმეტეს 4-ჯერ. აღმასრულებელი დირექტორი წარმართავს ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობას და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობის დროს.

 

ორგანიზაცია ფუნქციონირებს ცენტრალური ოფისის, 5 რეგიონალური ოფისისა და 75 რაიონული კოორდინატორის საშუალებით. "სამართლიანი არჩევნების” რაიონული დაყოფა ემთხვევა საარჩევნო ოლქების დაყოფის პრინციპს. ორგანიზაციის რეგიონალური ოფისი კოორდინაციას უწევს მასში შემავალ რაიონულ კოორდინატორებსა და აქტივისტებს.

 

"სამართლიანი არჩევნების" მუშაობას ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, კოორდინაციას უწევს ცენტრალური ოფისი, თბილისში.

Publications ...
Newsletter
  
Georgian CSOs
Links ...

Contact

Address: 72, Tsereteli Ave, Tbilisi
Tel: +995 32 235 51 54/235 77 37
E-mail: info@cipdd.org

CDS © 2012

All rights reserved