Center for Training and Consultancy (CTC)

ორგანიზაციის სახელი: კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი
მისამართი:    ალ.ყაზბეგის გამზირი 34, ნაკვეტი 3. თბილისი, 0177.
ტელ:  420070; 420071
ფაქსი:    420060                 
ელ. ფოსტაctc@ctc.org.ge  
           
ვებსაიტი:    www.ctc.org.ge 
ორგანიზაციის თავმჯდომარე:  ირინა ხანთაძე        
დაფუძნების წელი:  1999                           
თანამშრომელთა რაოდენობა: 22 (11 აღმასრულებელი)           
თემატური სფეროები:   განათლება; დემოკრატია; ეკონომიკა.                      
საქმიანობა:  ქსელური მუშაობა; კონსულტირება; საგამომცემლო საქმიანობა; საგანმანათლებლო საქმიანობა; შეხვედრების ორგანიზირება.

ორგანიზაციის შესახებ ზოგადი ინფორმაცია: 
”კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი” (CTC) ქართული ფონდია, რომელიც ფუნქციონირებს 1999 წლიდან. CTC-ის მიზანია ადგილობრივი ორგანიზაციული  და ადამიანური რესურსებისა და მენეჯმენტის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა. 
CTC-ის სჯერა, რომ მხოლოდ იმ ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს შუძლიათ  რეალური შედეგების მიღწევა, რომლებიც ზრუნავენ თავიანთი პროგრამებისა და სისტემების მუდმივ გაუმჯობესებაზე. 
CTC ზრდასრულთა განათლების სფეროში პირველი ქართული ორგანიზაციაა, რომელმაც 2004 წელს მოიპოვა ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი ISO-9001-2000.
CTC, ერთის მხრივ, წარმოადგენს ზრდასრულთა განათლების ცენტრს,  რომელიც სთავაზობს საზოგადოების ფართო სპექტრს ტრენინგ პროგრამებს  თანამედროვე ლიდერობისა და მენეჯმენტის სფეროში. მეორეს მხრივ კი, CTC არის საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს ორგანიზაციული სისტემების,  სტრუქტურის, ადეკვატური სტრატეგიისა და მმართველობის განვითარებაში.   
CTC- ის მომსახურება და სასწავლო კურსები გამიზნულია ყველა სახის ორგანიზაციისთვის. კერძოდ: 
• არამომგებიანი საზოგადოებრივი ორგანიზაციები;
• საჯარო დაწესებულებები;
• განვითარების პროექტზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები; 
• მცირე და საშუალო ბიზნესი; 
• ასევე ინდივიდები, რომელთაც საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლება სურთ.
CTC  სთავაზობს  როგორც ღია რეგულარულ კურსებს, ასევე შეკვეთილ ტრენინგებს და  საკონსულტაციო მომსახურებას.
CTC-ის დაფუძნებაში დიდი წვლილი მიუძღვის სამ ევროპულ დონორ ორგანიზაციას: Cordaid (ჰოლადნია), EED, Misereor (გერმანია).    CTC ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს რიგ ევროპულ პროფესიულ ორგანიზაციებთან, მათ შორის განვითარების სექტორში კარგად ცნობილი ჰოლანდიურ საკონსულტაციო  ორგანიზაცია  ”მართვა განვითარებისათვის” (MDF) (www.mdf.nl). საწყის ეტაპზე MDF  CTC-ის  გაუზიარა  საკუთარი 15 წლიანი გამოცდილება, დაეხმარა ტრენინგ პროგრამების შემუშავებაში და უზრუნველყო ტრენერთა გუნდის მომზადება.  
გასული 10 წლის განმავლობაში CTC-იმ შექმნა არაერთი საკუთარი ტრენინგ პროდუქტი და დღესდღეობით მისი პაკეტი მოიცავს მოკლევადიან ( 3, 5, 7 დღიან ) კურსებს:შემდეგ საკითხებზე : სტრატეგიული და ზოგადი მენეჯმენტი , ადამიანური რესურსების მართვა, ფინანსური მართვა, პროექტის მართვა, ლიდერობის უნარ-ჩვევები და სხვ. 
დაარსების დღიდან CTC-იმ გადაამზადა 7000 მეტი ადამიანი, მოემსახურა 200-მდე სხვადსხვა ორგანიზაციას, ჩაატარა 500-ზე მეტი ტრენინგი. 
CTC აქტიურად განაგრძობს მუშაობას, მისი კვალიფიციური გუნდი მუდამ მზადაა გაუწიოს  მაღალ პროფესიონალური და შედეგზე ორიენტირებული მომსახურება

Publications ...
Newsletter
  
Georgian CSOs
Links ...

Contact

Address: 72, Tsereteli Ave, Tbilisi
Tel: +995 32 235 51 54/235 77 37
E-mail: info@cipdd.org

CDS © 2012

All rights reserved