Curatio International Foundation (CIF)

ორგანიზაციის სახელი: კურაციო 
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი 37დ,  თბილისი 0179
ტელ:  253104; 253196        
ფაქსი:  995540
ელ. ფოსტა:  k.chkhatarashvili@curatio.com ;
                                                            cif@curatio.com           
ვებსაიტი:  www.curatio.org               
ორგანიზაციის თავმჯდომარე: ქეთევან ჩხარატაშვილი          
დაფუძნების წელი:  1994                             
თანამშრომელთა რაოდენობა:   36 (11 ადმინისტრაციული)        
თემატური სფეროები:  განათლება; სოციალური პრობლემები; ჯანმრთელობა.                       
საქმიანობა: კვლევა; კონსულტირება; საგანმანათლებლო საქმინობა; შეხვედრების ორგანიზირება. 
ორგანიზაციის შესახებ ზოგადი ინფორმაცია:
საერთაშორისო ფონდი “კურაციო” არამომგებიანი, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1994 წელს დაფუძნდა. დაარსებისთანავე  ორგანიზაციამ მიზნად დაისახა ჯანდაცვის სექტორის რეფორმის ხელშეწყობა გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში. თავდაპირველად, ორგანიზაციის სამიზნე მხოლოდ საქართველო იყო. თანდათანობით გეოგრაფიული არეალი გაფართოვდა და სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნები, სამხრეთ კავკასია (1995-1996), ცენტრალური აზია (1998), ჩრდილოეთ აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი (2004) მოიცვა.
არსებობის 16 წლის მანძილზე,  საერთაშორისო ფონდი  ,,კურაციო''  ახორციელებს ჯანდაცვის სისტემასა და პოლიტიკასთან დაკავშირებული ყველაზე კრიტიკული საკითხების მიუკერძოებელ ანალიზს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს აწვდის მტკიცებულებებს, რაც უზრუნველყოფს ეფექტურ და მტკიცებულებებით ინფორმირებულ მიდგომას ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების, რესურსების გადანაწილების, ფუნქციური გაუმჯობესებისა და პოლიტიკის შეფასების პროცესში.
1997 წლიდან საერთაშორისო ფონდმა ''კურაციომ''  20-ზე მეტ ქვეყანაში, 200-ზე მეტი პროექტი განახორციელა.
ფონდის საქმიანობას შემდეგი მიმართულებებს მოიცავს:
•  ჯანდაცვის პოლიტიკა
•  ჯანდაცვის დაფინანსება
•  ჯანდაცვის საინფორმაციო და მართვის სისტემები
•  რეპროდუქციული ჯანმრთელობა/დედისა და შვილის ჯანმრთელობა
•  აივ/შიდსი/დაავადებათა ზედამხედველობა
•  პროექტის მომზადება, განხორციელების მართვა, მონიტორინგი და შეფასება
•  ჯანდაცვის კვლევა

Publications ...
Newsletter
  
Georgian CSOs
Links ...

Contact

Address: 72, Tsereteli Ave, Tbilisi
Tel: +995 32 235 51 54/235 77 37
E-mail: info@cipdd.org

CDS © 2012

All rights reserved