Caucasus Research Resource Center (CRRC)

ორგანიზაციის სახელი: კავკასიის კვლევითი რესურს ცენტრი 
მისამართი:   ჩოლოყაშვილის 3, თბილისი 0179. 
ტელეფონი:  912492, 912493.                                 
                      ფაქსი:  912451                   
                      ელ. ფოსტა:   crrc@crrc.ge        
                      ვებსაიტი:   www.crrc.ge

ორგანიზაციის თავმჯდომარე:   კობა თურმანიძე     
დაფუძნების წელი:   2002                               
თემატური სფეროები: დემოგრაფია; ეკონომიკა; საზოგადოებრივი აზრი.                       
საქმიანობა: კვლევა; კონსულტირება; მონიტორინგი; პოლიტიკის ანალიზი; საგანმანათლებლო საქმიანობა; შეხვედრების ორგანიზირება. 
ორგანიზაციის შესახებ ზოგადი ინფორმაცია: 

ორგანიზაციის შესახებ ზოგადი ინფორმაცია:
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების (CRRC) პროგრამა არის 2003 წლიდან სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს დედაქალაქებში არსებული რესურსებისა და ტრეინინგის ცენტრების ქსელი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში სოციალურ მეცნიერებათა კვლევებისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის ანალიზის განვითარებას ისახავს მიზნად. 
ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციის, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, USAID-ისა და ადგილობრივ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობით შექმნილი პროგრამა შესაძლებლობას აძლევს მკვლევარებს სამხრეთ კავკასიაში გაიარონ ტრეინინგები, აქტიურად ჩაერთონ კვლევებსა და გუნდურ სამუშაოებში.
2003 წელს ცენტრის დაფუძნების დღიდან CRRC საქართველოს ოფისი უზრუნველყოფს სოციალურ მეცნიერებებში მოღვაწე მკვლევარებს საჭირო ლიტერატურით, მონაცემთა ბაზებითა და პროფესიული ტრეინინგებით, რითაც CRRC იქცა სამხრეთ კავკასიაში სოციალური მეცნიერებების სფეროში მოღვაწე მკვლევართა გამაერთიანებელ რგოლად. ცენტრი ეხმარება მკვლევარებს კვლევითი ნაშრომების შექმნაში, საშუალებას აძლევს კვლევის საფუძვლად გამოიყენონ ემპირიული მონაცემები და მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის პოლიტიკის შემსწავლელი საზოგადოების საქმიანობაში. 
CRRC-ს საქმიანობით და მონაცემებით სარგებლობენ  სოციალური მეცნიერებათა მკვლევარები, უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, საზოგადოებრივი პოლიტიკის შექმნაში პრაქტიკულად მონაწილე სპეციალისტები და სხვა პროფესიონალები არასამთავრობო, კერძო და სახელმწიფო სექტორებიდან.

Publications ...
Newsletter
  
Georgian CSOs
Links ...

Contact

Address: 72, Tsereteli Ave, Tbilisi
Tel: +995 32 235 51 54/235 77 37
E-mail: info@cipdd.org

CDS © 2012

All rights reserved