გორის რეგიონული საგანმანათლებლო ფონდი

მისამართი: ბათუმის N1, 1400, ქ. გორი, საქართველო    
ელფოსტა: info@gorifund.org            
ვებსაიტი:     www.gorifund.org               

ორგანიზაციის თავმჯდომარე: ქელი აფჰოფი
საკონტაქტო პირი: კახაბერ გორდაძე / უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი

                                   ელ.ფოსტა: k.gordadze@gmail.com

                                   მობ.: 891182000
დაფუძნების წელი: 2008 წლის 15 სექტემბერი                              
თანამშრომელთა რაოდენობა: 14        

თემატური სფეროები: საგანამანათლებლო ინიციატივები, სამოქალაქო ღირებულებების განვითარება, ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა.

 

საქმიანობა: ფონდის მისიაა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად შიდა ქართლის რეგიონში დაზარალებული ოჯახების მხარდაჭერა. ფონდს ამჟამად აქვს ორი პროგრამული მიმართულება:

 

  • სასწავლო გრანტების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ფინანსდებიან აგვისტოს კონფლიქტის დაზარალებული სტუდენტები საქართველოში აკადემიური განათლების მისაღებად. ამჟამინდელი დონორები: Megobari Foundation (ამერიკული საქველმოქმედო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია მშვიდობის კორპუსის ყოფილი მოხალისების მიერ), ინდივიდუალური დონორები აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან, ქალთა საერთაშორისო ასოციაცია.
  • საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება საგანამანათლებლო ინიციატივები ომით დაზარალებული და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის. განხორციელებული და მიმდინარე პროეტები: დევნილი პედაგოგების გადამზადება ინგლისური ენის თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგიაში (ამერიკის საელჩო საქართველოში), სამოქალაქო ღირებულებების განვითარება დევნილ ახალგაზრდებში (ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი), დევნილი ახალგაზრდების ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა (GLOW და დემოკრატიზაციის კომისია საქართველოში).

 

ორგანიზაციის შესახებ ზოგადი ინფორმაცია: გორის რეგიონული საგანმანათლებლო ფონდი დაფუძნდა აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, 2008 წლის 15 სექტემბერს, ამერიკის მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა მიერ, ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობით. ორგანიზაციის უმაღლესი მმართველი ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც განსაზღვრავს ფონდის ძირითად მიმართულებებს და ზედამხედველობას უწევს ფონდის რესურსების სწორად მართვას. საბჭო შედგება 6 წევრისგან, რომელსაც ხელმძღვანელობს ფონდის დირექტორი ქელი აფჰოფი და დირექტორის მოადგილე ჯერემი ბაუმანი. ფონდის ყოველდღიურ მართვას უზრუნველყოფს საბჭოს შემადგენლობაში შემავალი აღმარულებელი კომიტეტი, რომლის თავმჯდომარე და უფროსი აღმასრულებელი ოფიცერია კახაბერ გორდაძე.

გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია