პროექტი: -"სოფლის თემების ჩართულობა და მდგრადი განვითარება საქართველოში"26.06.2022

ფონდი "პური მსოფლიოსთვის" ფინანსური მხარდაჭერით, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ახორციელებს პროექტს:" სოფლის თემების  ჩართულობა და  მდგრადი განვითარება საქართველოში". აჭარაში პროექტის სამიზნე დასახლებებია ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტების სოფლები (ხულო-დანისპარაული, ბოძაური, რიყეთი; შუახევი-ნიგაზეული, ფურტიო, ზედა ტაკიძეები; ქედა-გარე ტყე, გეგელიძეები, კოკოტაური). დაგეგმილია აღნიშნული დასახლებების სოცო-ეონომიკური განვითარების სტრატეგიების შემუშავება პროექტის ფარგლებში შექმნილ საინიციატივო ჯგუფთან და მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით.
დაკვეთის მიმღები ვალდებულია დამკვეთს წარუდგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 3 მუნიციპალიტეტის ხულოს, შუახევისა და ქედის სოფლების (ხულო-დანისპარაული, ბოძაური, რიყეთი; შუახევი-ნიგაზეული, ფურტიო, ზედა ტაკიძეები; ქედა-გარე ტყე, გეგელიძეები, კოკოტაური)
განვითარების კონცეფციები, რომელიც უნდა მოიცავდეს:
• სოფლის აღწერას და დახასიათებას;
• ინფრასტრუქტურის დახასიათებას;
• დემოგრაფიულ მონაცემებს;
• ტურისტული და წარმოების პოტენციალის შეფასებას;
• სოფლის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების ზოგად ანალიზს;
• განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების რეკომენდაციებს;
კონცეფციები უნდა ეყრდნობოდეს როგორც ოფიციალურ სამთავრობო ინფორმაციებს, ასევე სამეცნიერო-აკადემურ ინფორმაციას, შესაბამისი სოფლების მოსახლეობის გამოკითხვებს და ბიზნეს წრეებთან ინტერვიუებს. ⏳შემსრულებელი ვალდებულია კონცეფციები წარმოადგინოს 2022 წლის დეკემბრის ბოლომდე შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
2022 წლის 30 აგვისტო - ქედის მუნიციპალიტეტი;
2022 წლის 30 სექტემბერი - შუახევის მუნიციპალიტეტი;
2022 წლის 30 ოქტომბერი - რიცხვამდე ხულოს მუნიციპალიტეტი;
შემსრულებელს გამოცდილება უნდა ჰქონდეს:
• აჭარის მაღლმთიან მუნიციპალიტეტებთან და თემებთან თანამშრომლობის.
• სათემო განვითრების პროგრამებზე მუშაობის.
• ეკონომიკური და სოციალური განვითრების კონცეფციებზე მუშაობის.
შემსრულებელთან ანგარიშგება მოხდება ორ ეტაპად, სახელშეკრულებო თანხის პირველი 50% ხელშეკრულების ხელმოწერიდან 10 დღის განმავლობაში, ხოლო დარჩენილი 50% სამუშაოს დასრულების შემდეგ.
მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
• CV
• სამუშაოების შესრულების ხედვა და გრაფიკი
• სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო თანხა
• შერჩევის შემთხვევაში საავტორო ნაშრომები წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 1 ივლისი.
 წინადადებები უნდა წარმოადგინოთ მისამართებზე: merabtsindeliani@gmail.com aslanchanidze@gmail.com


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია