პროექტის - 11.05.2018

„მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“-ს წარმომადგენლები, პროექტის - ,,ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის“ – ფარგლებში, სოფელ დოხოძეებისა და კანტაურის საინიციატივო ჯგუფებთან სამუშაო შეხვედრას მართავს.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე ესწრება. 
თითოეული სამიზნე სოფლის მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად დასახელებული პრობლემის მოსაგვარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია დაახლოებით 3 000-მდე ლარს გამოყოფს. 
ვინაიდან პროექტი მუნიციპალიტეტში ქედის მერიისა და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება, იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის მიერ პრიორიტეტად დასახელებული პრობლემის მოგვარებას მეტი თანხა დასჭირდება, მუნიციპალიტეტი მზაობას გამოთქვამს, თანადაფინანსებით ჩაერთონ პრობლემის მოგვარებაში.
 პროექტს გერმანული ორგანიზაცია „Bread for the World“-ი აფინანსებს.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია