სამოქალაქო ინტეგრაცია22.03.2018

პროექტი - "ავარელი და ქართველი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციის გაძლიერება". 2017 წლის სექტემბრიდან დაწყებული პროექტის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ავარელი და ქართველი ახალგაზრდების სამოქალქო ინტეგრაციის გაძლიერებისკენ მიმართული ტრენინგების ჩატარება შეადგენს.
17 მარტს პროექტის მონაწილეები ჩაერთვნენ სიმულაციურ თამაშში, რომელიც განსხვავებულ თემში ინტეგრაციის საკითხებს ეხებოდა. თამაშის ფასილიტატორი  გახლდათ მშვიდობის განათლების მკვლევარი, კრეატიული განვითარების ცენტრის ტრენერი, ივეტა გოგავა მონაწილეებმა დაბა პოლინარიის მკვიდრთა სხვადასხვა როლი მოირგეს და წარმატებით გადაჭრეს ეთნიკურ ნიადაგზე წამოჭრილი პრობლემა. პროექტს აფინანსებს ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო".


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია