16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშიროსო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ “ტოლერანტობის ქომაგის” წოდებით დააჯილდობა მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი პროექტისათვის “მსოფლიო რელიგიების კლუბი”.
პროექტის გუნდს გვეამაყება ეს ჯილდო. _- განსაკუთრებით იმიტომ, რომ იგი ჩვენთვის გამორჩეულად საპატიო ადამიანებისგან მივიღეთ. დიდი მადლობა რელიგიათა საბჭოს თითოეულ წევრს, ტოლერანტობის ცენტრსა და სახალხო დამცველის აპარატს! განსაკუთრებული მადლობა კი კონრად ადენაუერის ფონდს, Konrad-Adenauer-Stiftung South Caucasus რომელიც ამ კლუბის ერთგული პარტნიორი, გულშემატკივარი და თანაავტორია! ჩვენ ძალიან ვამაყობთ თქვენთან მეგობრობით! გპირდებით, რომ ჩვენ – კავკასიური ინსტიტუტი და კონკრეტულად მსოფლიო რელიგიების კლუბი – ყოველთვის დავრჩებით ტოლერანტობის ქომაგები!
უკან დაბრუნება..