კავკასიური ინსტიტუტი აცხადებს ვაკანსიას მკვლევარი/ანალიტიკოსის პოზიციაზე! 18.05.2017

კავკასიური ინსტიტუტი აცხადებს ვაკანსიას მკვლევარი/ანალიტიკოსის პოზიციაზე!

შერჩეულმა მკვლევარმა უნდა გააანალიზოს ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში მიგრაციის თემაზე ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის მონაცემების და ფოკუს ჯგუფების შედეგები და მოამზადოს ანალიტიკური ანგარიში (30-40 გვერდი). სამუშაო უნდა განხორციელდეს სამი კვირის განმავლობაში.

მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში (უპირატესობა მიენიჭებათ დოქტორანტებს)
* მიგრაციის საკითხებზე კვლევის გამოცდილება; * აკადემიური წერის გამოცდილება;
* ანალიტიკური უნარი
* გამოქვეყნებული სტატიები
* ინგლისური ენის ცოდნა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV, სამოტივაციო წერილი, რომელშიც დასაბუთებული იქნება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისობა გამოცხადებულ პოზიციასთან, შემდეგ მისამართზე: info@cipdd.org. წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის სახელი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 22 მაისი. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გასულ კანდიდატებს!


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია