მსოფლიო რელიგიების კლუბის მეექვსე სეზონი დაიწყო! 15 მარტს ჩატარდა სალექციო კურსის პირველი შეხვედრა. კლუბის სტუმარი იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი ლევან გიგინეიშვილი. ლექციის თემა :" რელიგიის მნიშვნელობა მორწმუნის და ათეისტისთვის". შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო მოხსნებას, შესვენების შემდეგ კი გაიმართ დისკუსია.
სალექციო კურსი გაგარძელდება ხუთი თვის განმავლობაში და მოიცავს ყოველკვირეულ შეხვედრებს დარგის სპეციალისტებთან და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებთან. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი და კონრად ადენაუერის ფონდის პროგრამა „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი“.
უკან დაბრუნება..