ადგილობრივი ინიციატივები განვითარებისთვის22.12.2016

გამოცემა მომზადებულია მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის პროექტის ადგილობრივი ინიციატივები ადგილობრივი განვითარებისთვის გამოცდილების საფუძველზე. პროექტი 2014-2016 წლებში განხორციელდა ორგანიზაცია "პური მსოფლიოსთვის" ფინანსური მხარდაჭერით.
ის მიზანად ისახავდა განვითარების ხელშეწყობას ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით და შერჩეული პრობლემის მოგვარებაზე მიმართული კონკრეტული ინიციატივების განხორციელების გზით. გამოცემაში აღწერილია აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლში სამიზნე დასახლებებში გამოვლენილი პრობლემები და მათზე რეაგირების ცალკეული შემთხვევები. მოქალაქეების მიერ დასახელებული პრობლემები ფართო სპექტრისაა, თუმცა შესაძლებელია გამოიყოს დასახლების ტიპისთვის და ცალკეული რეგიონისთვის დამახასიათებელი საკითხები.
მოსახლეობის მხრიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით ყველაზე დიდ გამოწვევას თითქმის ყველა სამიზნე დასახლებაში ინფრასტრუქტურა წარმოადგენს. ადგილობრივი განვითარების პროცესში არანაკლებ პრობლემურია მოსახლეობის ინფორმირებულობის და სამოქალაქო ცნობიერების დონე, ასევე საერთო საქმის გარშემო სათემო მობილიზაციის სირთულე.
აღსანიშნავია ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გამოცდილების და რეგულარული კომუნიკაციის არქონა, ასევე უმეტეს შემთხვევაში უიმედობა და უნდობლობა, რომ ხელისუფლება მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე რეაგირებას მოახდენს. სამიზნე რეგიონებიდან მიღებული პრობლემების და მათზე რეაგირების გამოცდილების საფუძველზე შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე საკითხი, რომლებიც მნიშვნელოვანია ადგილობრივი განვითარებისთვის და აუცილებელია თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის პრიორიტეტებში მოექცეს.
ასეთი საკითხებია ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდებისთვის განვითარების შესაძლებლობების შექმნა, ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული ძეგლების და უძრავი ქონების მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის ინიცირება და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების ინოვაციური მეთოდების დანერგვა.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია