დისკუსია „ეკლესია და პოლიტიკა“ 26 აპრილს, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით, ახალციხეში, გაიმართა დისკუსია თემაზე: „ეკლესია და პოლიტიკა“. დისკუსია ჩატარდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, ”დემოკრატ მესხთა კავშირის“ საკონფერენციო დარბაზში.
დისკუსიის მომხსენებლებმა (ლევან სუთიძე-„ტაბულას“ ჟურნალისტი და რელიგიის მიმომხილველი, გია ნოდია-მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე ) და მონაწილეებმა იმსჯელეს უნდა იყოს თუ არა ეკლესია პოლიტიკური მოთამაშე და როგორია რელობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
დისკუსიას ესწრებოდნენ: ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სტუდენტები, სამცხე-ჯავახეთის მუფთი და კათოლიკე მღვდელი.
შეხვედრა გიმართა პროექტის „რელიგია, სახელმწიფო და საზოგადოება“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება “დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით.
უკან დაბრუნება..