10 ივნისს, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტში გაიმართა მსოფლიო რელიგიათა კლუბის მეთოთხმეტე შეხვედრა. ლექციის თემა იყო ბუდიზმი, სტუმარი – თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და აღმოსავლური რელიგიების მცოდნე, ნინო ქილარჯიანი. მომხსენებელმა მონაწილეებს გააცნო ბუდისტური რელიგიის მოძღვრება, ისტორია, რიტუალები და ბუდისტი ადამიანის ცხოვრების წესი. ლექციის შემდეგ გამართულ დისკუსიაზე განხილულ იქნა ბუდიზმსა და სხვა მსოფლიო რელიგიებს შორის არსებული მსგავსება–განსხვავებები.
უკან დაბრუნება..