მოცემული მომენტისთვის გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული პოლიტიკური პარტიაა. მაგრამ მისი სამომავლო გადარჩენა და, მით უმეტეს, წარმატება სულაც არ არის გარანტირებული. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, როგორიც არ უნდა იყოს ზეწოლა, რასაც ის ახალი ხელისუფლებისა და მისი განსაკუთრებით აგრესიული მომხრეებისაგან განიცდის. ბუნებრივია, ამ პარტიის წარმატება, პირველ რიგში, ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერებს გაუხარდებათ. მაგრამ ობიექტურად, ქმედუნარიანი პოლიტიკური პარტიის შექმნის პრეცედენტი საქართველოს პოლიტიკურ განვითარებას წაადგება.
http://www.tabula.ge/ge/story/71569-axali-dzveli-partia
უკან დაბრუნება..