დემოკრატიზაციის კრიზისი საქართველოში? დემოკრატიული კონსოლიდაციის ხედვა, გზები და რესურსები 26.07.2012

21 სექტემბერს, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტში გია ნოდიამ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ახალი ნაშრომი: დემოკრატიზაციის კრიზისისაქართველოში?  დემოკრატიული კონსოლიდაციის ხედვა, გზები და რესურსები
მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
შეხვედრაზე გია ნოდიამ ისაუბრა ლიბერალური დემოკრატიის ძირითადი კრიტერიუმების შესახებ და შეაფასა საქართველოში დემოკრატიის კოსოლიდაციისათვის არსებული რესურსები. მომხსენებლის აზრით დღეს,საქართველოს აქვს სერიოზული დეფიციტი დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ, ამავე დროს, საზოგად ოებაში არსებობს ზოგადი შეთანხმება დემოკრატიული არჩევანის უალტერნატივობის გარშემო, რაც დემოკრატიის კონსოლიდაციის ძირითად რესურსს წარმოადგენს. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ დემოკრატიზაციის პროცესის ხელშემწყობ ფაქტორთაგან, ასევე, მიშვნელოვანია დასავლეთის მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიული პროცესების გააქტიურების მიმართ. თუმცა არსებული შიდა და გარე ფაქტორები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მოხდეს სწრაფი გარღვევა დემოკრატიის კონსოლიდაციის მიმართულებით. დასკვნის სახით, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საუკეთესო რეალისტური სცენარის მიხედვით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია, რომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები განვითარდენენ მუმდივი პოზიტიური დინამიკით და არ არის მოსალოდნელი, რომ მოხდეს სწრაფი “გარღვევა” დემოკრატიის კონსოლიდაციის მიმართულებით.
აღნიშნული შეხევდრა  განხორციელდა აშშ ეროვნული დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის “დემოკრატიის დეფიციტის გადასალახად: საქართველოს ახალი დღის წესრიგის” ფარგლებში.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია