სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია - მაკედონური გამოცდილების გაზიარება 26.07.2012

9 სექტემბერს კავკასიური ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: წერეთლის 72, მე-2 სართული) ტარდება სემინარი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია - მაკედონური გამოცდილების გაზიარება.

სემინარის პირველი ნაწილში მაკედონური კველვითი ორგანზიაციების წარმომადგენლები - მარია რისტესკა და ჟიდას დასკალოვსკი - ისაუბრებენ საჯარო პოლიტიკის სფეროში

ადვოკატირების აპრობირებულ ტექნიკებზე და საგზაო რუკის განხორციელების მონიტორინგის მაკედონურ გამოცდილებაზე.  მეორე ნაწილში წარმოდგენილი იქნება მოხსენებები

ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის პერსპექტივების და ამ კუთხით აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვსივე ქვეყნაში არსებული მდგომარეობის შესახებ. 

სემინარის ბოლოს გაიმართება დისკუსია, რომლის დროსაც მოხდება საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის ადვოკატირების გეგმის შემუშავება. 

სემინარი ტარდება PASOS-ისა და კავკასიური ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის ხელშეწყობა (www.novisa.ge ) ფარგლებში.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია