მოსახლეობის განწყობები ქვეყანაში მიმდინარე მიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით27.07.2017
სახელწოდება:  მოსახლეობის განწყობები ქვეყანაში მიმდინარე მიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით – რაოდენობრივი კვლევის შედეგების ანალიზი
ავტორები:  თიკო ტყეშელაშვილი, ლიკა სანიკიძე
პარტნიორები:  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია & მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
დონორი:  ევროკავშირი
აღწერა:  ანგარიში ოთხი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი ეხება ვიზალიბერალიზაციას. მასში წარმოდგენილია მოსახლეობის დამოკიდებულება ევროკავშირის/შენგენის ზონის სახელმწიფოებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შედეგად მოსალოდნელ საფრთხეებსა და სარგებელზე.

ანგარიშის მეორე ნაწილში ემიგრანტების პროფილია აღწერილი. მასში საუბარია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანაში დაფიქსირებულ ემიგრაციულ ტალღებსა და ემიგრანტთა დემოგრაფიულ მახასიათებლებზე.

მესამე ნაწილი ეთმობა ემიგრანტების მიერ სამშობლოში გაგზავნილ ფულად და მატერიალურ გზავნილებს. წარმოდგენილია როგორც ოფიციალური სტატისტიკა, ისე მოსახლეობის დამოკიდებულება ამ გზავნილების მიმართ. ანგარიშის პირველი სამი ნაწილი მთლიანად ემიგრაციაზეა ფოკუსირებული. ბოლო, მეოთხე ნაწილი კი ეთმობა იმიგრაციას. მასში წარმოდგენილია მოსახლეობის დამოკიდებულება საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსული უცხოელების მიმართ. საუბარია იმ საფრთხეებსა და სარგებელზე, რომლებიც შეიძლება იმიგრაციამ მოუტანოს საქართველოს.

უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია