ადგილობრივი ინიციატივები ადგილობრივი განვითარებისთვის 09.07.2014

 პროექტის მიზანია: საქართველოს ოთხ რეგიონში განვითარებასა და სიღარიბის დაძლევაში წვლილის შეტანა ადგილობრივი მოსახლეობის გააქტიურების და შერჩეული პრობლემის მოგვარებაზე მიმართული კონკრეტული ინიციატივების განხორციელების გზით.
პროექტის განხორციელების ეტაპები:
1. ადგილობრივ მოსახლეობის მიერ პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის სამოქმედო გეგმის შემუშავება;
2. შერჩეულ ადგილებში სიღარიბის დაძლევასა და განვითარებაზე მიმართული ინიციატივების განხორციელება
3. რეგიონებს შორის წარმატებული გამოცდილების ურთიერთგაცვლა;

აქტივობები:

1. აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში მუნიციპალიტეტების მოსახლეობას შორის რეგიონული ჯგუფის წევრების შერჩევა
2. პრობლემის იდენტიფიკაციისა და ანალიზის ტრენინგი რეგიონული ჯგუფის წევრებისთვის
3. კონსულტაციები და შეხვედები ადგილობრივ თემებში პრობლემების გამოვლენის მიზნით
4. პრობლემის გადაწყვეტის სტრატეგიების შემუშავების ტრენინგი რეგიონული ჯგუფებისთვის
5. სათემო კონსულტაციები ინიციატივების დაგეგმვის მიზნით
6. ინიციატივების შერჩევა და შერჩეული პროექტების განხორციელება
7. მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების გადაღება წარმატებულ პროექტებზე
8. შესრულებული პროექტების შედეგების გაცნობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მიღწეული შედეგების შეფასება
9. წარმატებული გამოცდილების ურთიერთგაზიარება რეგიონების მიერ
10. პოლიტიკურ-სარეკომენდაციო დოკუმენტის (policy paper) მომზადება: ადგილობრივ დონეზე განხორცილებული ინიციატივების ანალიზი, რეკომენდაციები
11. პროექტების იდეების გაზიარება დაინტერესებული მხარეებისთვის
12. შედეგების საჯარო პრეზენტაცია და განხილვა, შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა




ადგილობრივი თემის განვითარება: რამდენად ეფექტურია გარე დახმარება?



საკონტაქტო ინფორმაცია:
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი; წერეთლის გამზირი 72, თბილისი ტელ: 235 51 54 info@cipdd.org; tiko-tke@cipdd.org www.cipdd.org


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია