2013 წლის 8 იანვარს კავკასიურ ინსტიტუტში გაიმართა პრესკონფერენცია, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების და მედიის განვითარების ხელშეწყობის საპრეზიდენტო პროგრამის იმპლემენტაციის თაობაზე. ინსტიტუტის თავმჯდომარემ, ბატონმა გია ნოდიამ ჟურნალისტებს და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო ის ამოცანები,რის მიღწევასაც კავკასიური ინსტიტუტი საპრეზიდენტო პროგრამის განსახორციელებლად მიღებული გრანტის საფუძველზე გეგმავს.
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტი ერთ-ერთი გამარჯვებულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შექმნილ პროგრამაში. ინსტიტუტი ამ პროგრამის განსახორციელებლად შეირჩა საკონკურსო განაცხადის საფუძველზე, რომელიც მან საკონკურსო კომისიას წარუდგინა.
2012 წლის 18 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა კონკურსი: "სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიისგანვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ". კონკურსში ერთ-ერთ გამარჯვებულად გამოცხადდა მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი.
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რესურს ცენტრში შესაძლებლობა გეძლევათ გაეცნოთ რობერტ დენჰარტის და ჯენეტ დენჰარტის წიგნს „საჯარომართვა: მოქმედების კურსი".